სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ცხუნკურის N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს კვირეული მიეძღვნა
30-04-2024
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოების წევრები გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ. 

ამჯერად, საბაზო განათლების პროგრამის ფარგლებში, დედამიწის დღეს კვირეული მიეძღვნა. მასში I - IV კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც სკოლის ეზო გაალამაზეს - მათ ხეები და ყვავილები დარგეს. 

გარდა ამისა, ნახეს და განიხილეს ანიმაციური ფილმები: „ბოცოს და გვანცას თავგადასავალი“ და „ჟირაფი ჟოზე, გაუფრთხილდეთ დედამიწას“. ცნობიერების ამაღლების მიზნით, დედამიწის მოვლის აუცილებლობასთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა თემატური ბროშურები დაამზადეს და დაარიგეს.

მათ ასევე, გააფერადეს ნახატები და გამოფენა მოაწყვეს. მიწვეულმა მშობელმა - ქეთევან ჩანქსელიანმა მოსწავლეებს რევაზ ინანიშვილის „მუხა“ წაუკითხა. აქტივობები მასწავლებლების - ი.თევდორაძის, მ.საღრიშვილის, ნ.ჩირგაძისა და ნ. სულაბერიძის ჩართულობით განხორციელდა. 

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგების საყურადღებოდ - ვებინარების ციკლი იწყება

5103 ლარიანი დანამატი მიეცემათ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირებს, რომლებიც 11 თვე სრულად იმსახურებენ 

ცნობილია იმ საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც საბჭო უახლოეს დღეებში იმსჯელებს - ჩამონათვალი 

3 მთავარი ცვლილება მასწავლებლებისთვის - დამატებითი უფლებები და პირობები კანონით განისაზღვრა

კანონში მასწავლებლის ახალი თანამდებობები ჩნდება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მე-8 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ საყვარელ ნაწარმოებებზე

„ეს დღე იყო ცოდნის გაღრმავების, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისა და სასიამოვნო ემოციების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობა“

„მადლობა მასწავლებლებს, გაწეული შრომისთვის და მადლობა მშობლებს სამაგალითო შვილების აღზრდისთვის“

მეოთხე კლასის მოსწავლეები დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ მზიურ ოქროაძეს, პირველ მასწავლებელს, რომელსაც პატარებმა დაუვიწყარი წუთები აჩუქეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება