| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში აქტიურად მუშაობს სამოქალაქო კლუბი „ფენიქსი“, რომლის ხელმძღვანელობით სკოლაში არაერთი საინტერესო და შემეცნებითი შეხვედრა იმართება.
16 აპრილს, კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომლის თემაც - „ზნეობრივი მაგალითის ძალა!“, გახლდათ. აღსანიშნავია, რომ კლუბის პრეზიდენტი მატრონა ანთიძეა, მდივანი კი, დაიანა დვალიშვილი.
შეხვედრაზე, კლუბის წევრებმა წარადგინეს პრეზენტაციები, იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც ზნეობრივი გმირობის მაგალითები უჩვენეს ერს.
მოსწავლეებმა შუშანიკის, ექვთიმე თაყაიშვილის, 9 აპრილის და 2008 წლის რუსეთ-საქართველის ომის გმირების პორტრეტები გააცოცხლეს.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ სასწავლო ნაწილის გამგე ნარგიზ ფირცხალავა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მედეა მოდებაძე.
როოგრც სკოლაში აღნიშნავენ, შეხვედრამ ჩაიარა საინტერესოდ, დისკუსიისა და პრეზენტაციების ფონზე.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“