სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მოსწავლეთა ფლეშმობი და გარემოსდაცვითი მოწოდებები - ხუცუბნის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე არაერთი საინტერესო აქტივობით აღინიშნა
30-04-2024
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.

პედაგოგ დალი ჯაშის სადამრიგებლო - II კლასისა და მზია თხილაიშვილის სადამრიგებლო - VI კლასის მოსწავლეები ამ დღისადმი მიძღვნილ ფლეშმობში ჩაერთნენ. მათ პოსტერები - „ჯანმრთელი დედამიწა ჩვენი მომავალი კეთილდღეობის საფუძველია“ დაამზადეს და გააჟღერეს პოსტულატები იმის შესახებ, თუ როგორ მოვუაროთ დედამიწას.

გული მესხიძის სადამრიგებლო - IV კლასის  მოსწავლეებმა კი იმსჯელეს, როგორ დაეცვათ დედამიწა, როგორია მათი წილი ამ საქმეში?აღნიშნეს, რომ გარემო არ უნდა დაანაგვიანონ და ხეები არ უნდა მოჭრან. მათ დედამიწას უსურვეს, რომ ისეთი ადამიანებით იყოს დასახლებული, რომლებიც ისე გაუფრთხილდებიან მას, როგორც დედა უფრთხილდება შვილს. მათვე ასფალტზე ნახატები შეასრულეს, რომელთა თემაც იყო - „დედამიწა ჩვენი დედაა“.

VI კლასის მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. III კლასში კი, ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა მარინა თხილაიშვილმა გაკვეთილი - „დედამიწა ჩემი სახლია“ ჩაატარა. მოსწავლეებმა გამოხატეს თავიანთი აზრი, როგორ მოუარონ ბუნებას, ჩაატარეს აქტივობა - „მე დედამიწა ვარ და თქვენ, ადამიანებს, გთხოვთ...“ მათ გააჟღერეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სექტემბერში, ახალ სკოლაში დაბრუნების შემდეგ, სკოლის ეზოში სხვადასხვა ფერის ურნებს დადგამენ. 

X კლასის მოსწავლეებმა, მოქალაქეობის მასწავლებლის - მანანა გოგიტიძის ხელმძღვანელობით, ჩაწერეს და სოციალური ქსელით გაავრცელეს ვიდეორგოლი - „ერთად ვიზრუნოთ დედამიწის უკეთეს მომავალზე“. 

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება