სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედაენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში
01-05-2024
-
+


წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებაზე ყოველთვის აქტიურად ზრუნავენ. 

მათ შორისაა მე-4 კლასის დამრიგებელი და დაწყებითი კლასის პედაგოგი მარინე ფიფია, რომელიც სასწავლო წლის განმავლობაში ბავშვებს გამორჩეულ აქტივობებს სთავაზობს.

მე-2 სემესტრში განხორციელებულ აქტივობებს შორის იყო დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

„14 აპრილი, დედაენის დღე ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უძვირფასესი თარიღი, რომელიც უპირობოდ აერთიანებს თითოეულ ქართველს.

ქართველმა ხალხმა უდიდესი ბრძოლით მოიპოვა უფლება გვქონოდა საკუთარი სახელმწიფო ენა და აღეზარდა თაობები ამ ენის დაცვის, ეროვნული თვითმყოფადობისა და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. ეს ჩვენი წინაპრების უდიდესი მონაპოვარია და თითოეული ჩვენგანის ვალია გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს“, - აღნიშნავს პედაგოგი.

ეს პასუხისმგებლობა მასწავლებლის ხელმძღვანელობით, მეოთხე კლასის მოსწავლეებმაც გაითავისეს.

„ამ თარიღის აღსანიშნავად მცირედი წვლილი შევიტანეთ ქართული ენის სიწმინდეში“, - გვიყვება პედაგოგი.

ბავშვებმა საკუთარი ხელებით დაამზადეს ბროშურები, რომლებიც სასკოლო საზოგადოებას დაურიგეს. 

„მიმაჩნია, რომ მსგავს აქტივობებს აქვს, როგორც შემეცნებითი, ასევე სოციალური როლი. ის ბავშვებს ხელს უწყობს ადრეული ასაკიდანვე განუვითარდეთ მიკუთვნებულობის (ჩვენ) განცდა, განუმტკიცდეთ კულტურული იდენტობა, რომ თავი იგრძნონ ამ მდიდარი ისტორიის მქონე ერის შემქმნელი საზოგადოების ნაწილად“, - აღნიშნავს პედაგოგი.

ეს დღე შემეცნებითი, საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:






კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება