სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წალენჯიხის N2 სკოლის მოსწავლეები საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში გამართულ აქტივობას შეუერთდნენ
01-05-2024
-
+


წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებას სთავაზობენ.

სკოლის ერთ-ერთი ასეთი მასწავლებელია მე-4 კლასის დამრიგებელი და დაწყებითი კლასის პედაგოგი მარინე ფიფია.

მასწავლებლის ხელმძღვანელობით ჩატარებული მე-2 სემესტრის აქტივობები განსხვავებულია, ასევე, გამორჩეულია მისი დამოკიდებულება, ხელწერა კი - მომცველობითი.

დაწყებითი კლასის პედაგოგი დიდი მონდომებით ცდილობს ბავშვებს წიგნების კითხვა შეაყვაროს და მათ საინტერესო აქტივობებს სთავაზობს.

„კითხვას შეუძლია შეითავსოს როგორც ესთეტიკური ტკბობის, ასევე შემეცნებითი და აღმზრდელობითი ფუნქცია, ამასთან, ბავშვობაში ყველა წიგნის წაკითხვა როდია სასურველი?

წიგნების შერჩევის დროს უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ფსიქოლოგიური თავისებურებანი, ინტერესები, სურვილები... ბავშვს რომ კითხვის სურვილი გაუჩნდეს, პირველ რიგში, წიგნმა ინტერესი უნდა აღუძრას და დადებითი ემოციებით დამუხტოს. თავდაპირველად, არა აქვს მნიშვნელობა რა სახის და რამდენად ლიტერატურული ღირებულების ნაწარმოებს წაიკითხავს იგი. მთავარია, აინტერესებდეს წიგნი და მასთან ურთიერთობების უნარები გამოიმუშავოს.

კარგ მკითხველად ჩამოყალიბებაში, ინტერესის გაღვივება და დანერგვაა აუცილებელი, რომელიც სხვადასხვა აქტივობით მიიღწევა. ხშირად ვაწყობთ ლიტერატურულ საღამოებს, მკითხველთა თეატრს, ერთობლივ კითხვას, ვდგამთ სპექტაკლებს, ვირგებთ ნაწარმოების გმირთა როლს, ვაწყობთ გამოფენებს, ვქმნით კომიქსებს, დიორამებს. ვაცოცხლებთ პერსონაჟებს, ვავსებთ მკითხველთა დღიურს“, - გვეუბნება პედაგოგი.

როგორც მასწავლებელი გვიყვება, მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ სასწავლო წლის გეგმაში გაწერილი საექსკურსიო ბიბლიოთეკების დათვალიერება. აღნიშნული ადგილის მონახულება მათში წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. სწორედ ამიტომ, ისინი საბიბლიოთეკო კვირეულის აღნიშვნას საინტერესო აქტივობით შუერთდნენ.

„ჩემს მოსწავლეებს მოსწონთ სასწავლო წლის გეგმაში გაწერილი საექსკურსიო ბიბლიოთეკების დათვალიერება, წიგნის გამოწერის პრინციპის შეცნობა. სწორედ, მათი ინტერესის დასაკმაყოფილებლად, წიგნის სიყვარულის გაღვივების მიზნით, საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, მოგვიწვია ქალაქის საბავშვო ბიბლიოთეკამ, სადაც გემოვნებიანი მკითხველისთვის შესაბამისი გარემოა შექმნილი“, - აღნიშნავს პედაგოგი.

მასპინძლები სტუმრებს დიდი სიყვარულით დახვდნენ, გააკეთეს პრეზენტაცია ბიბლიოთეკისა და წიგნის საჭიროებაზე, მოაწყვეს დისკუსია, ინტერაქტიული საუბრებით მკაფიოდ და ნათლად დაანახეს მოსწავლეებს კითხვის აუცილებლობა, ბოლოს კი ბავშვები წიგნებით დაასაჩუქრეს.

სკოლაში მასპინძლებს ასეთი გულთბილი დახვედრისთვის მადლობას უხდიან.

„დიდი მადლობა, ქალბატონ ინგა კვარაცხელიას და მის თანამშრომლებს გულწრფელი, თბილი მასპინძლობისთვის, ბავშვების დაინტერესებისა და დადებითი შეფასებისთვის!“, - ამბობს პედაგოგი.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება