სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა
29-04-2024
-
+


აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა დედამიწის დღე, 1-ელი და მე-3 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - თეა მაქაცარიას ხელმძღვანელობით, ჩაატარეს სხვადასხვა აქტივობა. 

მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე, მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე დახატეს თემატური ნახატები, პატარებმა მოსაზრებები გამოთქვეს საყვარელ პლანეტაზე, დაამზადეს პლაკატი სახელწოდებით - „დედამიწა ჩვენი სახლია“ და აღნიშნეს, რომ მას მოფერება და სიყვარული სჭირდება.

მოსწავლეებმა ასევე დაამზადეს პოსტერები და გამოფინეს სკოლის კედლებზე.

დედამიწის დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით  შეუერთდნენ მე-4 კლასის მოსწავლეებიც, კლასის ხელმძღვანელ ირმა საჯაიასთან ერთად.

მოსწავლეებმა შექმნეს პლაკატი - „დედამიწა ჩვენი სახლია“. მათ მასწავლებელი ესაუბრა გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე. შემეცნებითი საუბრის მიზანი იყო მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლება და მოსწავლეთა ინფორმირება მოსალოდნელი ეკოლოგიური საფრთხეებისა და მათი თავიდან აცილების გზებზე.

მოსწავლეებმა დახატეს ნახატები და გააკრეს სკოლის კედლებზე, ჩაატარეს პრეზენტაცია რითაც კიდევ ერთხელ გაუგზავნეს გზავნილი თანატოლებს, რომ დაიცვან გარემო. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„ეს ჯილდო არის მისი თავდაუზოგავი შრომის, პროფესიონალიზმის, საქმისადმი უსაზღვრო სიყვარულის დამსახურებული აღიარება“

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება