სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“ ლატვიის ტექნოლოგიებისა და ტურიზმის პროფესიული სასწავლებლის დელეგაციას უმასპინძლეს
01-05-2024
-
+


ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატში“ უკვე მე-7 წელია ხორციელდება პროექტი - „განათლება საზღვრებს გარეშე“. პროექტის ფარგლებში, სკოლა დამეგობრებულია ევროპის ხუთი სახელმწიფოს - პოლონეთის, ლატვიის, სლოვაკეთის, უკრაინისა და მოლდავეთის, ხუთ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.

8-14 აპრილის ჩათვლით, სკოლამ უმასპინძლა ლატვიის ქალაქ დაუგავპილსის ტექნოლოგიებისა და ტურიზმის პროფესიული სასწავლებლიდან დელეგაციას.

დელეგაცია შედგებოდა სასწავლებლის დირექტორის, დირექტორის მოადგილისა და ოთხი მასწავლებლისაგან.

Erasmus+ პროექტის, „პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება მომავალ განათლებაში“, ფარგლებში დელეგაცია გაეცნო საქართველოს განათლების სისტემას და სკოლის საზოგადოებას გააცნო ლატვიის განათლების სისტემა.

ვიზიტის პირველ დღეს სკოლის მოსწავლეები ჩვეული სტუმართმოყვარეობით შეეგებენ ევროპელ სტუმრებს. პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი დაწყებითი კლასის მასწავლებლები - თამარ ღვინჯილია, ირმა ჭიჭინაძე და ხათუნა ავალიანი. მათ თავიანთი კრეატიულობით და გულთბილი შეხვედრით მოხიბლეს სტუმრები.

სკოლაში გაიმართა კონფერენცია პარტნიორული ურთიერთობის თაობაზე. კონფერენციაზე ორივე მხარემ წარმოადგინა პრეზენტაცია საკუთარი სასწავლებლის შესახებ.

მეორე პრეზენტაცია მხარეებმა წარმოადგინეს სახელწოდებით - „ევროკავშირის როლი ქვეყნის განვითარებაში“. 

სტუმრებმა აღწერეს თუ როგორ იმოქმედა ევროკავშირის წევრობამ ლატვიის განვითარებასა და უსაფრთხოებაზე, სკოლა „ორნატმა“ კი წარმოადგინა პრეზენტაცია თუ რა მოლოდინები აქვს ქვეყნის განვითარების მიმართულებით ევროკავშირის წევრობისგან.

„ჩვენი სკოლის პრეზენტაციები მოამზადეს სკოლის მოსწავლეებმა და წამოადგინა ინგლისური ენის პედაგოგმა - მარიამ სულაქველიძემ. კონფერენციას ესწრებოდნენ როგორც სკოლის პედაგოგები ასევე მოსწავლეებიც. ორივე მხარემ მზადყოფნა გამოაცხადა პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავებისათვის“,- გვიყვებიან სკოლაში.

სკოლაში ასევე გაიმართა ღვინის ფესტივალი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბიოლოგიის მასწავლებელი ნაილი კუპატაძე. მოსწავლეებმა სტუმრებს ინგლისურ ენაზე წარუდგინეს პრეზენტაცია ქართული ვაზის და ღვინის შესახებ. ისინი ნაციონალური სამოსით და შეეგებნენ სტუმრებს და კდემამოსილი ქართული ცეკვაც უჩვენეს.

„დღის დასასრულს ჩვენი სკოლის მოსწავლეების - ლიზი და ზაზა წითელაშვილის ოჯახმა ევროპელ სტუმრებს დაათვალიერებინა ღვინის მარანი და ტრადიციულად უმასპინძლა “,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება