სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლის ეზოში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, VII კლასის მოსწავლეებმა აქცია გამართეს
24-04-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად აცნობიერებს. ამ მიმართულებით კი, არაერთი აქტივობა ეწყობა.

ამჯერად, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, VIIა და VIIბ კლასების მოსწავლეების მონაწილეობით, სკოლის ეზოში დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა. მათი დამრიგებლები ფიქრია გიორხელიძე და თამო გრიგოლია გახლავთ.

აქციის მთავარი სათქმელი შემდეგი იყო - „გავერთიანდეთ საერთო იდეის გარშემო: გავუფრთხილდეთ დედამიწას“.
მოსწავლეებმა მაიკლ ჯექსონის სიმღერის - Earth Song, მოტივებზე ფლეშმობი დადგეს, რითაც გამოხატეს მწვავე რეალობა და აღნიშნეს, რომ დედამიწას ძალიან უჭირს და ჩვენ ყველანი გამოწვევის წინაშე ვდგავართ - უნდა გავუფრთხილდეთ დედამიწას.

გარდა ამისა, მათ თავიანთი ხელით დამზადებული პოსტერები წარადგინეს. სამოქალაქო განათლების გაკვეთილის ფარგლებში, მასწავლებელ ფიქრია გიორხელიძის ხელმძღვანელობით, ესეები დაწერეს და აქციაზე  წაიკითხეს.

აღნიშნულ აქციას სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი მოსწავლეები, მასწავლებლები, სკოლის დირექტორი - ფაქიზო ფანჩულიძე და დირექტორის მოადგილე - დალი სილაგაძე შეუერთდნენ.

სამოქალაქო განათლების პროგრამას ახორციელებს-ამერიკული ორგანიზაცია PH International, დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) წარმოადგენს პროგრამის რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციას.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება