სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედაენის დღისადმი მიძღვნილი, პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული კვირეული რცხმელურის ​საჯარო სკოლაში
24-04-2024
-
+


ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ. პროფესიონალი პედაგოგები, დირექციასთან ერთად, თავს არ ზოგავენ, რათა 21-ე საუკუნის ბავშვებისთვის საგაკვეთილო პროცესი საინტერესო იყოს და ასეთ დროს, მხოლოდ საგნობრივი ცოდნა არასაკმარისია - თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რცხმელურის სკოლის მოსწავლეები პატრიოტული სულისკვეთებითა და მაღალი მოქლაქეობრივი თვითშეგნებით გამოირჩევიან.

ამის დასტურიცაა ახლახან ჩატარებული კვირეული, რომელიც დედაენის დღეს მიეძღვნა და რომელშიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი. 

კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია 14 აპრილის მნიშვნელობის შესახებ და წარუდგინეს აუდიტორიას. 

ასევე, სკოლაში გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი, საპრიზო ადგილზე გასული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით და  მცირედი საჩუქრებით. 

მოსწავლეებმა ინფორმირების მიზნით, დაამზადეს პოსტერები - „არა ბარბარიზმებს“, ასევე შექმნეს შთამბეჭდავი კედლის გაზეთი. 

აღსანიშნავია, რომ კვირეულის დასასრულს გაიმართა ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და გააჟღერეს ფრაზები ქართული ენის შესახებ, მათ ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილზეც, და ბოლოს,  შეასრულეს მუსიკალური ნომრებიც. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტო: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა საკითხები შეიძლება მოვიდეს მასწავლებლეთა გეოგრაფიის გამოცდაზე - რეკომენდაციები და რჩევები ტრენერისგან

დაამთავრა მოსკოვის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას

მასწავლებელთა 24 პროცენტი ფიზიკის გამოცდაზე არ გამოცხადდა - 2 დაგვიანება დაფიქსირდა

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს, როგორ უკავშირდება მუსიკა ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ პროცესებს

ღონისძიება სავსე იყო სიხარულით, მადლიერებითა და თბილი ემოციებით

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბილინგვურმა სწავლებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსწავლეთა ქართული ენის ცოდნის გაღრმავებას,

პედაგოგი გადავიდა პროექტის ფინალურ ეტაპზე და მონაწილეობა მიიღო ყვარელში გამართულ ხუთდღიან საგანმანათლებლო ბანაკში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება