სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე მრავალფეროვანი გარემოსდაცვითი აქტივობებით აღინიშნა 
23-04-2024
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის პედაგოგები, დირექტორის - მთვარისა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, ღირსეულ მოქალაქეებს ზრდიან და გარდა საგნობრივი დისციპლინებისა, ახალგაზრდებს გარემოს დაცვას ასწავლიან და მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

შესაბამისად, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა ისეთი გარემოსდაცვითი დღესასწაული, როგორიც დედამიწის დღეა. 

„დედამიწის დღეს გილოცავთ,
დედამიწელებო!
გვახსოვდეს:
დედამიწა ჩვენი სახლია,
რომელსაც თითოეული ჩვენგანისგან
ზრუნვა და გაფრთხილება
სჭირდება !
მოვუაროთ დედამიწას ! 
მწამს, ჩვენი მომავალი თაობა ჩვენზე მეტად გაუფრთხილდება გარემოს, ჩვენზე მეტად ეყვარებათ ერთმანეთიც და ჩვენზე მეტად ეხსომებათ ისიც, რომ
„დედამიწას სიყვარული
ატრიალებს!“,- მოსწავლეები დირექტორის ამ მოწოდების გარშემო გაერთიანდნენ.

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლაში არაერთი სახალისო და საინტერესო აქტივობა განხორციელდა სკოლის დირექციის, ბიოლოგიის მასწავლებელ ნატო ხეცურიანის, ქიმიის მასწავლებელ ლამზირა ონიანის, ინგლისური ენის მასწავლებელ თეონა ფრუიძის, მესამე კლასის ბუნების მასწავლებელ სოფიო მიქაძისა და სკოლის თვითმმართველობის (ხელმძღვანელი სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ირმა ლიპარტელიანი) ხელმძღვანელობით.

მოსწავლეებმა დაასუფთავეს და მოხატეს სკოლის ეზო, შექმნეს პოსტერები, მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები, გადაიღეს ვიდეოები, დარგეს მწვანე ნერგები, ბოლოს კი ერთობლივად ნახეს ფილმი, რომლის შემდეგაც გამოხატეს თავიანთი შთაბეჭდილებები.

„მეტად მნიშვნელოვანია, რომ მოზარდებს თავიდანვე შევაყვაროთ ჩვენი საერთო „სახლი“ და ვასწავლოთ მასზე ზრუნვა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება