სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზაკის საჯარო სკოლაში გასართობ-შემეცნებითი შეჯიბრებები ეწყობა
31-05-2018
-
+


ზაკის საჯარო სკოლაში ქართული ენის კლუბის ორგანიზებით თემაზე - „საქართველო“ გასართობ-შემეცნებითი შეჯიბრება გაიმართა. 

ღონისძიებაში მონაწილე 4 ჯგუფმა 4 დავალება წარმოადგინა:

1. პრეზენტაცია „საქართველო“; 

2. კითხვა-პასუხი საქართველოს შესახებ; 

3. სიმღერა ამავე თემაზე; 

4.სიტყვებით თამაში საქართველოს გეოგრაფიიდან.

ღონისძიება სახელმწიფო ენის უკეთ შესწავლას ემსახურებოდა. 

სკოლაში, იმისათვის, რომ კლასგარეშე აქტივობები მოსაწყენი არ იყოს, მას თამაშის სახე მიეცა. ჯგუფები დავალების თემატიკის შესახებ წინასწარ იგებენ და სერიოზულად ემზადებიან. შემდეგ დაძაბული პაექრობა იმართება, შედეგებს კი უფროსკლასელებისაგან შემდგარი ჟიური აფასებს.

„შეჯიბრი ყოველ ოთხშაბათს სხვადასხვა თემაზე ეწყობა. თავიდან ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ თამაშს ასეთი ინტერესი და ჩართულობა მოჰყვებოდა. მაგალითად, თემაზე -„ჩემი სკოლა“, მოსწავლეებს ხან ერთი მასწავლებელი გაჰყავდათ სამასწავლებლოდან, ხან - მეორე.

მათ სკოლის ისტორიას, აქ მოღვაწე პედაგოგებისა და წარმატებული მოსწავლეების ამბებს ეკითხებოდნენ, ყველაფერს იწერდნენ და შემდეგ კითხვებად აყალიბებდნენ. დირექციას არქივების გადახედვაც კი მოუხდა. გაოცებული დავრჩი მოსწავლეთა მომზადებით.

დარწმუნებული ვარ, არამხოლოდ საქართველოს შესახებ ისწავლეს ბევრი რამ, არამედ პრეზენტაციის, კვლევის, კითხვის დასმისა და პასუხის გაცემის ტექნიკაც გაიუმჯობესეს. სასიამოვნო ფაქტია, რომ ღონისძიებაში სამოქალაქო განათლების პედაგოგი სედრაკ საგათელიანიც ჩაერთო. მან ჟიურის გაუწია თავმჯდომარეობა და მთელ შემადგენლობასთან ერთად ობიექტურობის მაგალითი აჩვენა.“
, -განაცხადა ზაკის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელმა და ღონისძიების ორგანიზატორმა ცაულინა მალაზონიამ.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება