სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ნოქალაქევის საჯარო სკოლაში
17-04-2024
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული კვირეული გაიმართა. 

კვირეული მესამე კლასში, მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის ც.გოგოლისა და დამრიგებელის - ხ.შულაიას ხელმძღვანელობით ჩატარდა. 

კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ ისტორიულ თარიღზე, მის მნიშვნელობაზე, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, გააჟღერეს ფრაზები, რომლებიც ქართულ ენას მიეძღვნა და ასევე  შეასრულეს მუსიკალური ნომრები დედაენაზე. 

აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში გამართული აქტივობა - „არა ბარბარიზმებს“, მიზნად ისახავდა სალაპარაკო ენაში დამკვიდრებული ბარბარიზმების წარმოჩენას. მოსწავლეებმა შექმნეს თვალსაჩინოებები, სადაც მკაფიოდ იყო აღნიშნული ბარბარიზმები და მათი ქართული შესატყვისები.

ასევე, მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად და დაამზადეს კედლის გაზეთი.

აღსანიშნავია, რომ ასევე ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, რომლის მიზანი იყო წერითი უნარების გაუმჯობესება. აქვე ისაუბრეს ქართული დამწერლობის ეტაპებზე.

მოსწავლეებმა მოამზადეს მასალა (ქართული ანბანის შესაბამისი ნახატებით, წარწერებით) ხელნაკეთი წიგნის დასამზადებლად. გადაწყვიტეს მე-4 კლასის ბოლოს ეს წიგნი სკოლაში მომსვლელ პირველკლასელებს გადასცენ საჩუქრად.

მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად დაგეგმეს ექსკურსიაც - იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში სტუმრობა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვირეული მოსწავლეებისთვის საკმაოდ საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა: გაიღრმავეს მშობლიური ენის სიყვარული, უფრო კარგად გაიაზრეს ქართული ენის მნიშვნელობა, გაითავისეს რაოდენ აუცილებელია ამ ღვთივბოძებული განძის სიწმინდის დაცვა. თითოეულმა მოსწავლემ იგრძნო ის პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრია ენის, მამულისა და სარწმუნოების წინაშე.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება