სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კიბერბულინგის საშიშროება“ - ახალციხის N4 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
15-04-2024
-
+


ახალციხის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და ნაყოფიერი აქტივობებითაა გაჯერებული.

ახლახან, სკოლაში სასკოლო პროექტის - „კიბერბულინგის საშიშროება“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას მოსწავლეები, მშობლები, დირექცია და მასწავლებლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ პროექტი 12 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პროექტის მიზანი, კიბერბულინგთან დაკავშირებით, ახალციხის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა უკეთ ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება იყო. მის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდა. თითოეული აქტივობის მონაწილენი იყვნენ VI- IX კლასის მოსწავლეები.

დასკვნით ღონისძიებაზე ქართული სექტორის IV- V კლასების და სომხური სექტორის VI, VII, IX კლასის მოსწავლეები, ასევე მშობლები და მასწავლებლები მიიწვიეს. მოსწავლეებმა პრეზენტაცია გამართეს, შექმნეს პოსტერი და ბროშურები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს ერთმანეთის მოსმენის, სხვისი აზრის პატივისცემის და გამოცდილების გაზიარების, შემოქმედობითობის უნარი. გარდა ამისა, დაამყარეს საგანთაშორისი კავშირი (პროექტში ჩართული იყო ისტ-ის მასწავლებელი - ნინო ბერიძე). მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა, აიმაღლეს სოციალური პასუხისმგებლობა. 

პროექტის მენეჯერი მარინა გვარამაძე გახლდათ, ხოლო ასისტენტი - VIII კლასის მოსწავლე გიორგი ველიჯანაშვილი იყო.

„პროექტის მიზანი წარმატებით მიღწეულია. პროექტი მდგრადია, რაც მდგომარეობს მოსწავლეთა მიერ მოძიებული, დამუშავებული და მიღებული ინფორმაციის მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოყენებაში, რაც დაეხმარებათ ცხოვრების სირთულეებთან გამკლავებაში და პრობლემის გადაჭრაში. 
მოსწავლეებს აუმაღლდათ თვითშეფასება, გახდნენ უფრო კომუნიკაბელურები. პროექტის შედეგები გავრცელდა მთელ სასკოლო საზოგადოებაში და სკოლას მოუტანა გრძელვადიანი პერსპექტივა“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

9 ოქტომბერი რეგისტრაციის ბოლო დღეა - დეტალურ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს 

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ბავშვები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშში შეეჯიბრნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს“

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება