სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რიონის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღის მნიშვნელობაზე საინფორმაციო ვიდეორგოლი მოამზადეს
15-04-2024
-
+


სერგეი მესხის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლაში ნიჭიერი და შემოქმედებითი მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ.

ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა, დედაენის დღის აღსანიშნავად, საინფორმაციო ვიდეორგოლი მოამზადეს. მათი ხელმძღვანელი ქართული ენის პედაგოგი ლიკა სინატაშვილი გახლდათ.

პრეზენტაციას სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები დაესწრნენ. პატარა ჟურნალისტებს ტექნიკური მხარდაჭერა მე-9 კლასის მოსწავლე გიორგი კაცაძემ გაუწია.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა საინტერესო გამოცდილება მიიღეს, რომელიც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

9 ოქტომბერი რეგისტრაციის ბოლო დღეა - დეტალურ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს 

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ბავშვები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშში შეეჯიბრნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს“

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება