სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საერთაშორისო ავიაციისა და კოსმონავტიკის დღე აღნიშნეს
15-04-2024
-
+


აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში სასკოლო ცხოვრება მრავალფეროვნებით გამოირჩევა. იმართება არაერთი საინტერესო ღონისძიება, რაც მოსწავლეთა  მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

12 აპრილს, საერთაშორისო ავიაციისა და კოსმონავტიკის დღე აღინიშნება. სწორედ ეს დღე აღნიშნეს აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის მასწავლებელ ციალა ჩარგეიშვილის ხელმძღვანელობით.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი, საინტერესო, შემეცნებითი პრეზენტაციები, ისაუბრეს კოსმოსზე,  კოსმოსის კვლევის ისტორიაზე, გალაქტიკებზე, პლანეტებზე, აღნიშნეს, რომ ზუსტად 61 წლის წინ, 1961 წლის 12 აპრილს, რუსი კოსმონავტი იური გაგარინი გახდა მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომელიც კოსმოსში ხომალდ „ვოსტოკ 1“-ით გაფრინდა. მან, დედამიწის ახლო კოსმოსურ სივრცეში, კოსმოსური ხომალდ-თანამგზავრით 1 საათსა და 48 წთ-ში დედამიწას ერთხელ შემოუარა. როგორც ცნობილია, მაშინდელი ტექნიკა საშუალებას არ იძლეოდა კოსმონავტი ხომალდში მყოფი დაშვებულიყო დედამიწაზე და ამის გამო გაგარინი  7 კილომეტრ სიმაღლეზე კატაპულტით გამოეყო ხომალდს და მიწაზე დაეშვა.

მოსწავლეებისთვის ღონისძიება სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თვშესაქცევი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:







კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

9 ოქტომბერი რეგისტრაციის ბოლო დღეა - დეტალურ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს 

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ბავშვები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშში შეეჯიბრნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს“

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება