| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ თბილისის N62 საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.
სკოლის მე-8³ კლასის მოსწავლეებმა, ისტორიის წამყვან მასწავლებელ ცირა გრიშიკაშვილთან ერთად, ორი ისტორიული მნიშვნელობის თარიღს მიუძღვნეს ღია გაკვეთილი - „თავისუფლება ისე არ მოდის“. მოსწავლეებმა ცნობილ ფაქტებთან დაკავშირებით მოიძიეს ვიდეომასალა და საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს.
მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნო იმ დროის, ეპოქის მნიშვნელოვანი პირები და ისაუბრა მათ ღვაწლზე. ბავშვებმა კი 9 აპრილის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
„მოსწავლეებმა გაავლეს პარალელი თანამედროვეობასთან და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ქართველი ხალხი ბრძოლას არასოდეს შეწყვეტს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლის პროფესიონალი მასწავლებლები ქვეყანას პატრიოტ თაობებს უზრდიან.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ