სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დღე გლოვისა, მაგრამ იმავდროულად დღე ზეიმისა!“ - ბოდბისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის გმირთა ხსოვნას ღონისძიებით მიაგეს პატივი
12-04-2024
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის საჯარო სკოლაში, ისტორიის მასწავლებლის - ლია ელაშვილის ხელმძღვანელობით, 1989 წლის 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: V, VIII, IX და X კლასების მოსწავლეები, რომლებმაც გაიხსენეს 9 აპრილის მოვლენები - მეტად ტრაგიკული და მთელი საქართველოსთვის საბედისწერო დღე, როგორც აღნიშნავენ, საქართველოს ისტორიაში სისხლისფერ ფურცლად ჩაწერილი. 

მოსწავლეებმა წაიკითხეს 9 აპრილისადმი მიძღვნილი ლექსები, შეასრულეს სიმღერები, გაიხსენეს ამ დღეს დაღუპული ახალგაზრდა გმირები და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

„9 აპრილი - დღე გლოვისა, მაგრამ იმავდროულად დღე ზეიმისა!“ - აღნიშნეს სკოლაში და მოსწავლეებს ამ დღის ორი ისტორიული მნიშვნელობა შეასხენეს. 

ღონისძიება საინტერესო, ემოციური და დასამახსოვრებელი იყო.

„ბოდბისხევის საჯარო სკოლის საზოგადოება მადლობას უხდის ყველა იმ მოსწავლეს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული 35 წლის შემდეგ გაეცოცხლებინა 9 აპრილის ბართლომეს ღამე და კიდევ ერთხელ დაგვანახა ვისთან გვქონდა საქმე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება