| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს.
სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა, რომელთა დამრიგებელი ნანული თირდინავა გახლავთ, ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით მოამზადეს პრეზენტაცია თემაზე - „ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“.
მოსწავლეებმა თავად მოიძიეს, დაამუშავეს და ფართო აუდიტორიის წინაშე წარადგინეს საინტერესო ინფორმაცია.
ბავშვებმა ასევე 9 აპრილის გმირების სახელები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. მოსწავლეებმა ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რა უძღვოდა წინ ამ დღეს და რა შედეგი მოიტანა გმირების თავგანწირვამ.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.
იხილეთ ფოტოები:გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილდებეს მასწავლებელი - ყველა დეტალი
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება