სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვახსოვდეს 9 აპრილი“ - სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებას შეწირულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
12-04-2024
-
+


ზაზა დამენიას სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.

ბავშვებმა ამ ტრაგიკულ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს. მათ 9 აპრილის გამომწვევ მიზეზსა და შედეგებზე ისაუბრეს. მათ აღნიშნეს, რომ 9 აპრილის ტრაგედიამ დასაბამი მისცა საქართველოს დამოუკიდებლობის პროცესს. 

მოსწავლეებმა, ასევე ამ დღის გმირები გაიხსენეს, მათ ხსოვნას პატივი მიაგეს და პატივისცემა გამოხატეს. 

აქტივობა „გვახსოვდეს 9 აპრილი“ ძალიან ემოციური, საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:








კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება