| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სიღნაღის მუნიციპალიტეტის წნორის N1 საჯარო სკოლაში ქართველი ფერმწერისა და პორტრეტისტის ქეთევან მაღალაშვილის დაბადებიდან 130 წლისთავი აღინიშნა.
ამავე სახელწოდებით - „ქეთევან მაღალაშვილის დაბადებიდან 130 წლისთავი“, ღონისძიება მე-5ა კლასში ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ხელოვნების პედაგოგი მაია აბულაშვილი ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მხატვრის ბიოგრაფია და შემოქმედება გააცნეს, მისი მოღვაწეობა გაიხსენეს და მის ღვაწლზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა პორტრეტისტი მხატვრის ინსპირაციითა და შთაგონებით, მისივე ნახატების დახატვა სცადეს და თავიანთი შემოქმედებითი ნიჭით გააცოცხლეს ისეთი ნამუშევრები, როგორებიცაა: „მედეა ჯაფარიძე“, „თამარ მეფის პორტრეტი“, „ნატო ვაჩნაძე“, „ელენე ახვლედიანი“, „ანა კალანდაძე“, „კონსტანტინე გამსახურდია“ და სხვები.
მოსწავლეებმა შეასრულეს, ასევე, მხატვრის რამდენიმე პეიზაჟი და ნატურმორტი.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას კიდევ უფრო შთამბეჭდავს მუსიკალური ნომრები ხდიდა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„თუ კარგად მოვუსმენთ ჩვენს მოსწავლეებს, დავინახავთ, რომ სკოლებში ჩაგვრა არის!“
„თუ კარგად მოვუსმენთ ჩვენს მოსწავლეებს, დავინახავთ, რომ სკოლებში ჩაგვრა არის!“
„თუ კარგად მოვუსმენთ ჩვენს მოსწავლეებს, დავინახავთ, რომ სკოლებში ჩაგვრა არის!“
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ