სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

9 აპრილისადმი მიძღვნილი პატრიოტული ღონისძიება ჭალადიდის საჯარო სკოლაში
12-04-2024
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში, 9 აპრილი - ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, პატრიოტული მოტივებით აღინიშნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, პედაგოგ მაია ნოდიას ხელმძღვანელობით, მე-5 კლასში საინტერესო აქტივობები გაიმართა. 

მეხუთე კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და გააკეთეს პრეზენტაცია, საინტერესოდ ისაუბრეს თემის გარშემო, გამოუშვეს კედლის გაზეთი და დაამზადეს ხელოვნური ტიტები - სიმბოლო გამარჯვებისა.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება