| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„მოგეხსენებათ მოზარდის პროფესიის არჩევასა და მომავალი საქმიანობისათვის შესაფერისი ობიექტის მიგნებაში დიდი როლი აკისრია სკოლას.
რაც უფრო სწორად აირჩევს ინდივიდი თავისთვის შესაფერის პროფესიას, მით უფრო წარმატებული იქნება მისი მოღვაწეობა, მაგრამ ახალგაზრდას ხშირად არ შეუძლია სწორი არჩევნის გაკეთება“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროფორიენტაციის საბოლოო მიზანი, როგორც აღნიშნავენ, არის ის, რომ ადამიანს დაეხმაროს მომავალი ცხოვრებაში უკეთესი პროექტების შემუშავებაში.
სკოლაში მიაჩნიათ, რომ მოსწავლეს უნდა შეეძლოს თავისი არჩეული პროფესიის სამივე პრინციპის დაცვა: „მინდა“, „საჭიროა“, „შემიძლია“.
სწორედ ამ მიზნით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ლიკა დევნოზაშვილისა და ბიოლოგიის პედაგოგის - ხატია რაზმაძის ორგანიზებით, მოსწავლეები ადგილობრივ გაზეთსა და ტელევიზიას ესტუმრნენ.
ბავშვები ახლოდან, სიღრმისეულად გაეცნენ ჟურნალისტების როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ საქმიანობას, გადაიღეს რეპორტაჟი, მოირგეს ჟურნალისტის და რესპონდენტის როლი. მათ ასევე განიხილეს ამ პროფესიის მახასიათებლები.
„დიდი მადლობა გაზეთ ბოლნისს - თითოეულ თანამშრომელს, გულთბილი და ნაყოფიერი მასპინძლობისთვის!“ , - აღნიშნავენ სკოლაში.
ეს დღე მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რა შემთხვევაში მოუწევთ საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს განახლებული სახელმძღვანელოების ყიდვა
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
გვჯერა, თქვენი ცოდნა კიდევ ბევრ თაობას გაუკაფავს გზას უკეთესი მომავლისკენ