სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N28 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებზე საინტერესო შეხვედრა ჩატარდა
12-04-2024
-
+


თბილისის N28 საჯარო სკოლის მასწავლებლები, გარემოსდაცვითი მიმართულებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი, არაერთი თემატური ღონისძიება ეწყობა.

ამჯერად, ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის - „იმოქმედე კლიმატისთვის“ ფარგლებში, ამავე სკოლის გეოგრაფიის პედაგოგის - ქეთევან დავითაშვილის ინიციატივით, მეორე შეხვედრა ჩატარდა. გუნდის წევრებმა თარიღი ტყეების საერთაშორისო დღეს დაამთხვიეს. მათ გადაწყვიტეს, რომ ის თარიღები აღნიშნონ, როდესაც ადამიანები მსოფლიოს გარშემო დედამიწის წინაშე არსებულ გამოწვევებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. მოსწავლეები ამ დღეების შესახებ, საპრეზენტაციო მასალებს მოამზადებენ, რათა ჩვენი პლანეტის, მისი პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ ცნობიერება აამაღლონ.

ნარჩენებისა და მდინარეების საერთაშორისო დღეები მარტის არდადეგებს დაემთხვა. სწორედ ამიტომ, გუნდის წევრებმა აღნიშნული დღეების შესახებ 21 მარტს იმსჯელეს. მათ საინტერესო პრეზენტაციებს არა მხოლოდ თანაკლასელები, არამედ სკოლის სხვა მოსწავლეები და პედაგოგებიც დაესწრნენ, რომელთა ჩართულობითაც აქტიური დისკუსია შედგა.

მდინარეების შესახებ პრეზენტაცია გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, ლიზი სოფრომაძემ წარმოადგინა. ნარჩენების გადამუშავების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის საკუთარი ხელით მომზადებული ილუსტრაცია, სასკოლო საზოგადოებას ნინო ჯუღელმა და ელენე ბარაჩაშვილმა გააცნეს.

„დედამიწის საათის“ შესახებ მათ ნინო ამირანაშვილი ესაუბრა, ხოლო წითელი წიგნის მნიშვნელობაზე პრეზენტაცია ანდრია წურწუმიამ მოამზადა. ტყეების შესახებ კი ყურადღება ლიზი ხაჯალიამ გაამახვილა.

შეხვედრის დასასრულს, პრეზენტაციების ორგანიზატორმა, ნიკოლოზ როსტიაშვილმა დღე შეაჯამა და თავის მხრივ, საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ პრეზენტაცია გამართა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება