სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საბირქენდის N1 საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის აქციის მონაწილეს - ლელა ვეფხვაძეს უმასპინძლეს
11-04-2024
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიებებითაა დატვირთული.

ამჯერად, სკოლაში საპატიო სტუმარს, 1989 წლის 9 აპრილის აქციის მონაწილეს - ლელა ვეფხვაძეს უმასპინძლეს. მან ამ დღის მნიშვნელობასა და განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. ლელა ვეფხვაძემ 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული სიმღერაც შეასრულა, რაც ძალიან ემოციური იყო.

სკოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს, ბოლოს კი, დირექტორის - საბინა მამედოვას ინიციატივით, დაღუპული მოქალაქეების პატივსაცემად სკოლის ეზოში, მიწვეულ სტუმრებთან ერთად, მარადმწვანე ხეები დარგეს.

ღონისძიებას საკრებულოს თავჯდომარე, მარნეულის მერი, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი, რესურსცენტრისა და მასწავლების სახლის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ჩვენი სკოლისთვის ისტორიული დღე იყო. ჩვენი პროექტის მხარდამჭერი იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ. იყო ნერვიულობა და ემოციები. მადლობა ჩვენს მოსწავლეებს, რომლებმაც მთელი სული და გული ჩადეს ამ ყველაფერში, მშობლებს, ქართული ენის კათედრის წევრებსა და სამოქალაქო განათლების პედაგოგს. ეს დღე არასოდეს დაგვავიწყდება.  ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“,- ამბობენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება