| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლის პედაგოგ მაკა ჭანკვეტაძეს თავისი პროფესია და ბავშვები გამორჩეულად უყვარს. ის შრომისმოყვარეობითა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით გამოირჩევა. მისთვის მოსწავლეთა წარმატება ყველაზე დიდი მიღწევაა, რასაც ყოველთვის აღნიშნავს. იმისთვის, რომ ბავშვებმა სწავლის მოტივაცია არ დაკარგონ, საინტერესო და მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობს.
სკოლის პედაგოგი etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- ბავშვების უანგარო სიყვარული, პროფესიის სიყვარული და შრომისმოყვარეობა.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- აქტიურ სასწავლო პროცესს.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- თქვენ ამას შეძლებთ..!
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ავირჩევდი ისევ მასწავლებლობას.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- ლამაზი, საყვარელი და მხიარული.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- ჩემი მოსწავლე ჭიათურის ეტალონის გამარჯვებული გახდა.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- კითხვა.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ