| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ამ თარიღთან დაკავშირებით სკოლის ბიბლიოთეკაში მკითხველთა კლუბის ყველაზე ნორჩი წევრები, პირველკლასელები შეიკრიბნენ.
კლუბის ხელმძღვანელმა - თეა ჭუმბურიძემ პატარებს ამ დღისა და სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის სარგებლობის შესახებ ესაუბრა. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერეს რამდენად მნიშვნელოვანია წიგნების კითხვა.
მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეებმა იქვე შეარჩიეს წიგნები და ბიბლიოთეკის გამგეს დაჰპირდნენ, რომ ხშირად ესტუმრებიან.
საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეს მსოფლიო ცნობილი მეზღაპრის, ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს, 2 აპრილს აღნიშნავს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ