სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სისტემური პრობლემა, რომლითაც შესაძლოა მასწავლებლებს სტატუსი ჩამოერთვათ - ანგარიში
09-04-2024
-
+


სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარია იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც არაქართულენოვანი სკოლებისა თუ სექტორების პედაგოგები დგანან.

დოკუმენტში საუბარია, რომ არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებში დასაქმებული პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის საგულისხმოა უფროსის, წამყვანისა და მენტორის სტატუსის მოპოვების სირთულე, რამაც, „შესაძლოა, გამოიწვიოს მათი პრაქტიკოსი მასწავლებლების კატეგორიიდან ამორიცხვა და მასწავლებლის სტატუსის ჩამორთმევა“.

2019 წლის მაისში მასწავლებელთა სტატუსის შენარჩუნებისა და თვითშეფასების კითხვარის კომპონენტები შეიცვალა. განხორციელებული ცვლილებები მასწავლებელთა მხოლოდ სამ კატეგორიას - უფროსის, წამყვანისა და მენტორის სტატუსს მოიაზრებს. პრაქტიკოსი სტატუსის მქონე პედაგოგები კი, პროფესიული განვითარების გარეშე სისტემაში დარჩენას ვეღარ შეძლებენ, - ამ ცვლილებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი აძლევს რეკომენდაციას შესაბამის უწყებებს, განიხილონ პროფესიული განვითარების სქემა და დაგეგმონ ისეთი აქტივობები, „რომლებიც დროულად და ეფექტიანად უზრუნველყოფს არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მასწავლებლებისთვის სტატუსების შეცვლის შესაძლებლობას“.

დოკუმენტში საუბარია, რომ ეს საკითხი კომპლექსური ხასიათისაა და არაერთი მიზეზით არის განპირობებული, მათ შორისაა: სახელმწიფო ენის ცოდნის დაბალი დონე, უფროსი თაობის მიერ ენის შესწავლის სირთულე და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მეთოდებისა და წამახალისებელი აქტივობების სიმწირე, უფროსი თაობის ადამიანებში ქართული ენის შესწავლის ნაკლები მოტივაცია, სახელმწიფო ენის შემსწავლელი პროგრამების არასაკმარისი გეოგრაფიული არეალი და სხვ. გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მასწავლებლებს პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა დაგვიანებით მიეცათ, რამაც ამ სკოლის/სექტორების მასწავლებლები, ქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებთან შედარებით, არათანაბარ პირობებში ჩააყენა.

სახალხო დამცველმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოუწოდა, განიხილოს პროფესიული განვითარების სქემა და შესაბამის უწყებებთან კოორდინირებული თანამშრომლობით, დაგეგმოს აქტივობები, რომლებიც დროულად და ეფექტიანად უზრუნველყოფს არაქართულენოვანი  სკოლების/სექტორების მასწავლებლებისთვის სტატუსების ცვლის შესაძლებლობას; ასევე, სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, გააფართოოს პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალი, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში და დანერგოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი უფროსი თაობის საჭიროებებზე მორგებული სწავლების კომპონენტები.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება