სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლებს ახალი გამოცდა დაემატათ - ვის ეკუთვნის ტესტირებაზე გასვლა
27-04-2024
-
+


წელს პირველად ტარდება საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა (საბაზო უნარები სპეცმასწავლებლების მომზადებისთვის). ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელსაც სურს სწავლა გააგრძელოს სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.

 რეკომენდებული ლიტერატურა და მინიმალური კომპეტენციების ჩამონათვალი.

საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტის დაგროვებას.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ტესტის ნიმუში, ტესტის აღწერა და სხვა დეტალები მომავალი კვირის განმავლობაში გამოქვეყნდება.

პროგრამა არ მოგცემთ რეგისტრაციის დასრულების საშუალებას, თუ გადახდილი არ გაქვთ ტესტირებაში მონაწილეობის საფასური - 50 ლარი. 

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

  • „საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმით - bogpay.ge- საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%; იხილეთ დეტალური ინსტრუქცია; 
  • „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკის საშუალებით - ibank.ge- საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი; იხილეთ დეტალური ინსტრუქცია;
  • „საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით - mBank - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი.

 

გაითვალისწინეთ:

  • სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა შეგიძლიათ მხოლოდ რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ძალაში დატოვებს ბოლო ცვლილებას;
  • რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, თუ გააუქმებთ ელექტრონულ განაცხადს, ან რაიმე მიზეზით არ იქნებით დაშვებული, გამოცდებში მონაწილეობის საფასური უკან არ დაგიბრუნდებათ. რეგისტრაციის დასრულებამდე ელექტრონული განაცხადის გაუქმების შემთხვევაში გამოცდებში მონაწილეობის საფასური უკან დაგიბრუნდებათ დადგენილი პროცედურის შესაბამისად;
  • არავის გადასცეთ სისტემაში შესვლისათვის საჭირო პირადი ინფორმაცია. სარეგისტრაციო მონაცემებში ნებისმიერ ცვლილებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება