| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და მათში ლიტერატურისადმი სიყვარულის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მანანა ხუციშვილი, მე-4 კლასის მოსწავლეთა ჩართულობით შეუერთდა საერთაშორისო კამპანიას - „ევროპელი ავტორების დღე“.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა, თემა კი - „ძმები გრიმები“, გახლდათ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა, დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში ვიდეოკოლაჟმა, მათ იმოგზაურეს გერმანიის ქალაქებში, მათ შორის ძმები გრიმების მშობლიურ ქალაქ კასელში. ერთმანეთს ცვლიდა ზღაპრები, ბიოგრაფიული მონაცემები და გრიმების შემოქმედება.
ღონისძიების ბოლოს კი, მოსწავლეებმა ზღაპრების მიხედვით მრავალფეროვანი ნახატები შექმნეს და საკლასო ოთახში წარადგინეს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ