სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საბათლოს საჯარო სკოლაში პოეზიის საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიეძღვნა
01-04-2024
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება. 

21 მარტს, პოეზიის საერთაშორისო დღეს საბათლოს საჯარო სკოლაც შეუერთდა. ღონისძიება ჩატარდა იდეათეკის თანამედროვე ბიბლიოთეკაში. 

მონაწილეობდნენ ქართული და სომხური სექტორის მოსწავლეები, ასევე, სომხური სექტორის ქართული ენის მასწავლებლები - მანანა თარაშვილი და ნუნუ ქადაგიშვილი და ქართული სექტორის მასწავლებლები - სოფიო მამაჯანაშვილი და მზევინარ წიკლაური.

ღონისძიებაზე პედაგოგებმა ისაუბრეს პოეზიის რაობასა და მნიშვნელობაზე, მხატვრულად წაიკითხეს ქართული პოეზიის ნიმუშები, პედაგოგმა - მანანა თარაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საკუთარი შემოქმედებიდან რამოდენიმე ლექსი და გულმხურვალე ტაში დაიმსახურა.

მოსწავლეებმა წაიკითხეს საყვარელი ლექსები, იმღერეს სიმღერები, ისაუბრეს შთაბეჭდილებებსა და ემოციებზე, რომლებსაც მათში ესა თუ ის ლექსი იწვევდა.

ღონისძიება პედაგოგებმა ქართული ხალხური სიმღერით დახურეს. ამ დღემ მოსწავლეთა მეხსიერებაში წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

მოსწავლის შეფასების სახეობები, ძირითადი ამოცანები და სისტემა 

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება