სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაეცანით მედანის საჯარო სკოლაში განხორციელებულ აქტივობებს
29-05-2018
-
+


მედანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა ღონისძიება აქტიურად ტარდება. 

სკოლაში ჩატარდა 9 აპრილის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია „დაუვიწყარი 9 აპრილი“.

მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს მხატვრული კომპოზიცია და შთამბეჭდავად გაითამაშეს როლები. მათ 9 აპრილის კუთხესთან დაანთეს სანთლები და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.  
      
14 აპრილს ჩატარდა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“. 

სკოლაში ყოველ დღე, დიდ დასვენებებზე, ხორციელდება სხვადასხვა აქტივობები. ორშაბათს და ხუთშაბათს ტარდება „პოეზიის ხუთი წუთი“, სხვადასხვა კლასის მოსწავლეები წარადგენენ სხვადასხვა პოეტების შემოქმედებას. სამშაბათს სკოლაში „კვირის გმირი“ ვლინდება. ოთხშაბათის და პარასკევის დღე კი ქართულ სიმღერებს ეთმობა. 

მე-7 კლასის მოსწავლეებმა გამოსცეს კედლის გაზეთი „არა ბარბარიზმებს“ და აღნიშნულ საკითხზე გააკეთეს პრეზენტაცია. 

სკოლაში გაიმართა ბოლო ზარის ზეიმი, კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და მშობლებმა მიულოცეს. ზეიმზე სკოლასთან არსებული ანსამბლი „სამებას“ ცეკვამ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება