სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

თუ თქვენს შვილს ჯერ არ დაუწყია ლაპარაკი ან მკაფიოდ ვერ გამოთქვამს ბგერებს...
21-06-2018
-
+


თუ თქვენს შვილს ლაპარაკი ჯერ არ დაუწყია ან მკაფიოდ ვერ გამოთქვამს ბგერებს?

ბავშვმა შესაძლოა, მრავალი მიზეზის გამო დააგვიანოს ლაპარაკის დაწყება.  
 
კონკრეტულ სიტუაციებში ამ დაბრკოლებას ლოგოპედი და გარკვეული მკურნალობა შველის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ბავშვის მეტყველების განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს მშობლის მიდგომა და პატარასთან მუდმივი ურთიერთობა ასრულებს.   

Etaloni. ge  სპეციალურ თამაშებს სთავაზობს მშობლებსა და ბავშვებს, რომლებსაც მეტყველებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები აქვთ:

   ჩრდილების თეატრი


თამაშის ეს სახეობა ბავშვის გონებრივ, წარმოსახვით და სამეტყველო უნარებს განავითარებს.   

პატარასთან ერთად გამოჭერით სხვადასახვა ფიგურა ჩრდილების თეატრში გამოსაფენად.   
 
შექმენით ცხოველთა სამყარო და გამოთქმით, ნელი საუბრით წაიყვანეთ სპექტაკლი.   

დასვით კითხვები პატარასთან ერთად და გაეცით ორიგინალური პასუხები.  

მაგალითად: - რატომ დახტის კურდღელი ასე სწრაფად? -  სკოლისკენ მიიჩქარის და ავტობუსზე აგვიანდება...

პანტომიმა

არავერბალური კომუნიკაციის - მიმიკის, პლასტიკის განვითარებისთვის ეს თამაში იდეალურია.
   
წიგნის კითხვის დროს, სთხოვეთ შვილს, რომ პერსონაჟები განასახიეროს.  მაგალითად, დიდი დათვი, რომელიც თაფლს ჭამს, ან პეპელა - ყვავილებზე მოფარფატე.   

სთხოვეთ, გამოსცეს სხვადასხვა ცხოველის ხმა და თამაშში თავადაც აჰყევით.  

გახმოვანება
მეტყველების განვითარება მოსმენის უნართან მჭიდროდაა დაკავშირებული. განასახიერეთ ბუნების, ცხოველთა სამყაროსა თუ ირგვლივ არსებული გარემოს ხმები, სიტყვები რამდენჯერმე გაიმეორეთ და სთხოვეთ პატარას აგყვეთ ბგერების გამოთქმაში.   

სიუჟეტურ - როლური თამაშები

პატარასთან ერთად ითამაშეთ დედაშვილობანა, ან დადგით სიტუაციები მისი საყვარელი ანიმაციიდან. ესაუბრეთ გარკვევით, აუჩქარებლად, გამოიყენეთ ჟესტების ენა და ბავშვიც აიყოლიეთ თამაშში.      
გამოსახულებით თამაში

ვიზუალური აღქმისა და ბავშვში საუბრის წამოწყების მოტივაციისთვის ფერადი ნახატები გამოიყენეთ.  
 
აჩვენეთ პატარას 3 გამოსახულება, მაგალითად, ძაღლი, სახლი და ხე, შემდეგ აურიეთ ისინი ერთმანეთში და ამოაკელით ერთერთი ნახატი. ჰკითხეთ პატარას, რომელი საგანი აკლია.  

ან აურიეთ დასახელებები ერთმანეთში, ვითომ შეგეშალათ, ძაღლს უწოდეთ სახლი და პირიქით, 4 - 5 წამის განმავლობაში დააკვირდით ბავშვის რეაქციას და შემდეგ უთხარით, რომ შეცდომას გამოასწორებთ.   

მშობლებო, თქვენ რა გზას მიმართავთ შვილის მეტყველების გასავითარებლად?

გამოცდილება კომენტარებში გაგვიზიარეთ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება