სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კვიახიძეების საჯარო სკოლაში ტყის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
25-03-2024
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კვიახიძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება და აქტივობა იმართება.

21 მარტს, მოსწავლეებმა ტყის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს. უფროსკლასელებმა გარემოს დაცვასა და გაფრთხილებაზე ინტერნეტში მოიძიეს მასალები, დაამზადეს პოსტერი და სხვადასხვა ტრაფარეტული წარწერები.

დაწყებითი კლასის  მოსწავლეებმა კი ინსცენირებები წარმოადგინეს და წაიკითხეს ლექსები.

ბიოლოგიის მასწავლებელმა - ლიანა ფუტკარაძემ ისაუბრა ტყის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე. აუხსნა და მოუწოდა მოსწავლეებს, რომ  ყოველწლიურად დარგონ ხეები, იზრუნონ და გაუფრთხილდნენ ბუნებას, რადგან ტყე - ჩვენი ჯანსაღი ფილტვებია.

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1971 წელს აღიარა. გარემოსდაცვითი დღესასწაული მსოფლიო მასშტაბით, ყოველწლიურად აღინიშნება და მისი მიზანი ტყის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება