სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„არა ოკუპაციას“ - ქუთაისის N36 სკოლაში ინტელექტუალური თამაში საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკასა და საბჭოთა ოკუპაციას მიეძღვნა
25-03-2024
-
+


ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება.

მათ შორის, ოკუპაციის კვირეული ფარგლებში, სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეთა შორის ჩატარდა ინტელექტუალური კონკურსი - „არა ოკუპაციას“. კონკურსის თემატიკა იყო „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და მისი ოკუპაცია ბოლშევიკური რუსეთის მიერ“. მოსწავლეებმა გამოავლინეს საკითხისადმი ღრმა ინტერესი და მომზადების მაღალი დონე.

კითხვები რომლებიც გაჟღერდა კონკურსზე შემდეგია:

  • როგორ იწოდებოდა 1918-21 წლებში საქართველოს სახელმწიფო და როგორ იწოდება დღეს?
  • როგორი იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი საერთაშორისო ომიანობაში „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის“ მე-3 მუხლის მიხედვით?
  • ვინ შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი და რა იყო მასზე გამოსახული?
  • სად ჩამოყალიბდა ქართველ სიმბოლისტთა პოეტების და მწერლების გაერთიანება „ცისფერყანწელთა ჯგუფი და რომელ წელს?
  • რომელი წმინდანის ხსენების დღეს დაარსდა თბილისის უნივერსიტეტი და ვისი ინიციატივით?
  • როდის აღდგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და ვინ აირჩიეს საქართველოს ეკლესიის კათალიკოს პატრიარქად?
  • როდის ჩატარდა „დამფუძნებელი კრების“ იგივე პარლამენტის არჩევნები და რომელმა პარტიამ გაიმარჯვა?
  • გენდერული თვალსაზრისით რით იყო საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში? დაასახელეთ თუნდაც ერთი დეპუტატი ქალი.
  • რომელი ორი ისტორიული პერსონაჟია  ფოტოებზე?
  • როდის დაიდო რუსეთ საქართველოს ხელშეკრულება და რა საფრთხეს შეიცავდა იგი?
  • რომელ საერთაშორისო ორგანიზაციაში სურდა საქართველოს გაწევრიანება და რამ შეუშალა ხელი?
  • რისი პროვოცირება მოაწყო რუსეთმა ბორჩალოს მაზრაში ლორეში, რაც წითელი არმიის შემოჭრის საბაბად გამოიყენა;
  • „შვილებო ჩემი მოვალეობაა თქვენი წიგნის და კალმისკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადავდოთ და იარაღით ხელში მტერს მიეგებო, და აი მე დღეს იარაღისკენ მოგიწოდებთ“ - ვის ეკუთვნის ეს სიტყვები?
  • ერთ ერთი ბრძოლის დროს, სტრატეგიული სიმაღლის დაბრუნებისას კონტრშეტევაზე გადასულ ქართველებს გორაკიდან ტყვიამფრქვევით ცეცხლი გაუხსნეს. ერთმა იუნკერმა სწრაფად გადაირბინა მონაკვეთი, მემიზნე ოფიცერს ხიშტი აძგერა და ტყვიამფრქვევს გადაეფარა. ასე გადაარჩინა თავისი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები“. ვინ იყო ეს იუნკერი?
  • რა მოხდა 1921 წლის 25 თებერვალს. კიდევ რომელმა სახელმწიფომ ისარგებლა ამ შემთხვევით და თავს დაესხა საქართველოს?
  • ცხადი იყო თუ ოსმალები გამაგრდებოდნენ ბათუმში, შემდგომში ბათუმის უკან დასაბრუნებლად ჩვენ დიდი ომი დაგვჭირდებოდა, რასაც საქართველო ვერ შეძლებდა. ვის ეკუთვნის ეს სიტყვები და რა დამსახურება აქვს მას ერის წინაშე.
  • როდის დატოვა დემოკრატიული საქართველოს მთავრობამ საქართველო და სად გაემგზავრა.
  • დაასახელეთ პიროვნება რომელმაც შეუნახა საქართველოს ეროვნული განძი და რა უწოდა მას მადლიერმა შთამომავლობამ?
  • ვინ იყო საქართველოს მთავარსარდალი 1921 წლის თებერვალში და რა ბრძანება გასცა მან 24 თებერვალს?
  • როგორი ხელისუფლება დამყარდა წითელი არმიის მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე?
მოსწავლეებისთვის თამაში მეტად საინტერესო და შემეცნებით აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

სპეცპედაგოგების საყურადღებოდ - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ყველა ცვლილება, რომელიც ზოგადი განათლების კანონში შედის 

საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვის ახალი წესი ცნობილია - რომელ აპილკანტებს ეხება ცვლილებები

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიმღერა, ცეკვა, თეატრალური ნომრები, შემოქმედებითი წარმოდგენები, ბავშვური გულწრფელობა და უსაზღვრო ენერგია

„ვულოცავთ გამარჯვებულებს დამსახურებულ წარმატებას“

საბაზო საფეხურის წარმატებით დასრლების აღსანიშნად სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართ
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება