სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ
30-12-2021
-
+


2021 წლის ბოლოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წლიურ ანგარიშს აქვეყნებს და ჩატარებული აქტივობების შესახებ დეტალურად საუბრობს. წელს ჯამში 85 ათასამდე პირი გავიდა ცენტრის მიერ ორგანიზებულ გამოცდებზე... როგორ მიმდინარეობდა ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო, მასწავლებელთა გამოცდები, რა დაბრკოლებები იყო და როგორ გაუმკლავდა ცენტრი მათ. ამასთან, ნაეკი 2022 წელს აბიტურიენტებისთვის დეტალურად განიხილავს იმ სიახლეებს რომლებიც მათ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ელით.

2021 წლის ანგარიში

გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციასა და რეკომენდაციებს, რომელსაც ცენტრი გთავაზობთ:

2022 წლის აბიტურიენტებისათვის სიახლეა:

მათ საშუალება ექნებათ, სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად აირჩიონ კონკრეტული პროგრამისთვის განსაზღვრული რელევანტური საგანი, რაც აბიტურიენტებს არჩევნის შესაძლებლობას გაუზრდის. მესამე სავალდებულო-არჩევით საგანს, მათემატიკას ან/და ისტორიას, დაემატება საგნები: ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

აბიტურიენტთა ჩარიცხვა ისევ სამი საგნის მიხედვით მოხდება. ცვლილება არ ეხება ჯანდაცვის მიმართულების არც ერთ პროგრამას და ასევე გრანტის გაცემის წესს.

2022 წელს სიახლეა ასევე ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტის ფორმატში. მცირე ცვლილება შეეხო გეოგრაფიის საგამოცდო ტესტსაც.

საგამოცდო ტესტის ფორმატი ან მისი ცალკეული დავალებები სხვადასხვა საგანში გამოცდების შედეგების ფსიქომეტრიული და ექსპერტული ანალიზის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით პერიოდულად იცვლება. სიახლეები მიზნად ისახავს ტესტის კიდევ უფრო მეტ დახვეწასა და სრულყოფას. გარდა ამისა, ცვლილებები მიმართულია ერთი და იმავე ფორმატით გამოცდის ჩატარებისას მოსალოდნელი კლიშეებიისა და ტრაფარეტების დამკვიდრების თავიდან ასაცილებლად, რათა აბიტურიენტებმა უკეთ შეძლონ საკუთარი ცოდნისა და უნარების წარმოჩენა.

ქართული ენა და ლიტერატურა
2022 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტში იქნება შემდეგი ტიპის დავალებები: I. ტექსტის რედაქტირება; II. წაკითხულის გააზრება (აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს შეთავაზებული ორი მხატვრული ტექსტიდან ერთ-ერთი და უპასუხოს ამ ტექსტის შესახებ დასმულ არჩევითპასუხებიან კითხვებს) და III. წერითი დავალება (აბიტურიენტმა უნდა იმსჯელოს დავალების პირობაში მოცემული საკითხის შესახებ იმ მხატვრული ტექსტის საფუძველზე, რომელიც მან აირჩია საგამოცდო ტესტის II. ნაწილის (წაკითხულის გააზრების) დავალებების შესასრულებლად).

ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის მაქსიმალური შეფასება იქნება 60 ქულა (წინა წლებში იყო 70 ქულა), საგამოცდო ტესტის შესასრულებლად კი გამოყოფილი იქნება 3 საათი, რაც, როგორც ტესტის ფორმატის წინასწარმა გამოცდამ აჩვენა, სავსებით საკმარისია მოცემული დავალებების შესასრულებლად.

ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის რეკომენდაციები აბიტურიენტებს:

საგამოცდო ტესტის ახალი ფორმატი არ მოითხოვს განსხვავებულ მიდგომებს გამოცდისათვის მზადების პროცესში. აბიტურიენტებმა კვლავაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ მხატვრულ ლიტერატურას. გამოცდაზე სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია, რომ მათ საფუძვლიანად შეისწავლონ და ღრმად გაიაზრონ საპროგრამო ნაწარმოებები. აბიტურიენტს უნდა შეეძლოს საპროგრამო ტექსტების ანალიზი, მათში წამოჭრილი პრობლემატიკის გამოკვეთა და საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ამ საკითხებზე არგუმენტირებული მსჯელობა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს იგი როგორც საპროგრამო, ისე არასაპროგრამო ტექსტების სწორად გააზრებასა და სიღრმისეულ ანალიზს.

ახალი წერითი დავალება მოითხოვს ტექსტის ანალიზს დავალების პირობით განსაზღვრული კონკრეტული პრობლემის მიხედვით და ამ პრობლემის აქტუალურობაზე მსჯელობას. ამდენად, აბიტურიენტები ყურადღებით უნდა გაეცნონ დავალების პირობას, კარგად გაიაზრონ ის და პირობის ადეკვატურად შეასრულონ დავალება. გარდა ამისა, უნდა მოერიდონ ფუჭსიტყვაობას, იმსჯელონ მკაფიოდ და გასაგებად. აუცილებელია გითვალისწინონ, რომ ტექსტის ანალიზის ნაცვლად მისი შინაარსის გადმოცემა ან პერიფრაზი, თუნდაც სრულიად უშეცდომო, დადებით შეფასებას ვერ დაიმსახურებს.

წაკითხულის გააზრების დავალებების სათანადოდ შესრულებისათვის ასევე აუცილებელია მხატვრული ტექსტების სიღრმისეული კითხვისა და გააზრების უნარის გამომუშავება.

რაც შეეხება ტექსტის რედაქტირებას, ძალზე მნიშვნელოვანია აბიტურიენტმა ყურადღებით წაიკითხოს სარედაქციოდ შეთავაზებული ტექსტი და შეცდომების გასწორებისას კარგად გაიაზროს კონტექსტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება რედაქტირებულის ნაცვლად ბუნდოვანი, ფაქტობრივი შეცდომებითა და ხარვეზებით სავსე ტექსტი მიიღოს.

გეოგრაფია
გეოგრაფიის ტესტში 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იგეგმება მცირეოდენი ცვლილებები. რუკის ანალიზის დავალებების ბლოკში შესული ორივე მრავალქულიანი დავალება დაიშლება 1 და 2-ქულიან რამდენიმე კითხვად, რაც აბიტურიენტებისათვის უფრო კომფორტულს გახდის ტესტზე მუშაობას. ამის შედეგად ტესტის მაქსიმალური ქულა გახდება 59. აბიტურიენტებს აღარ დაურიგდებათ A3-ის ტოპოგრაფიული რუკა. რუკის ანალიზის თითოეულ კითხვას ელექტრონულ ბუკლეტშივე მიმაგრებული ექნება ტოპოგრაფიული, ფიზიკური ან კონტურული რუკის მცირე ზომის ფრაგმენტი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება კითხვაზე პასუხის გაცემა. არჩევითი კითხვებისა და ინფორმაციის ანალიზის დავალებების ბლოკში ცვლილებები არ იგეგმება.

გეოგრაფიის ჯგუფის რეკომენდაციები აბიტურიენტებს:
გეოგრაფიის გამოცდაზე არასწორი პასუხების ან დაშვებული შეცდომების დიდი ნაწილი განპირობებულია დავალების პირობის არაადეკვატური გაგებით. აბიტურიენტები საკუთარი ინტერპრეტაციის საფუძველზე აყალიბებენ პასუხს, შედეგად მათი პასუხები არ შეესაბამება კითხვის პირობას და ვერ იმსახურებს შეფასებას. აუცილებელია დავალების ინსტრუქციის/ შინაარსის ყურადღებით წაკითხვა და პასუხების ფორმულირება მასში მოთხოვნილი პირობის მიხედვით. აბიტურიენტებმა მომზადების პროცესში განსაკუთრებული აქცენტი უნდა გააკეთონ რუკაზე მუშაობის (რუკის კითხვა და ანალიზი), საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებულად და ლაკონიურად ჩამოყალიბების უნარების განვითარებაზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“

სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულა - შეფასების გამოთვლის ინსტრუქცია და განმარტებები

სამეურვეო საბჭოს წევრთა კომპეტენცია დაბალია, ისევე როგორც მათი მოტივაცია - პარლამენტის ანგარიში

არ თქვა ბრმა - თქვი უსინათლო; ინვალიდის მაგივრად თქვი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე

„თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა ან უხეშმა დამოკიდებულებამ შეიძლება გადაარჩინოს ან დაღუპოს აღსაზრდელი“...

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება