| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ინკლუზიური განათლება - ეს ტერმინი უკვე წლებია განმარტებას აღარ საჭიროებს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიც ორიენტირებულნი არიან, თანასწორუფლებიანი გარემო მაქსიმალურად უზრუნველყონ თითოეული მოსწავლისთვის, თუმცა სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ შშმ პირთა მიმართ გარკვეული სტიგმები (საბედნიეროდ უკვე ნაკლებად) მაინც შემორჩენილია და ჩვენ, უფროსებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს გარკვეულ ტერმინთა გამოყენებისას.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ გამოყენებული ტერმინები განსაზღვრავს პერსპექტივას, თუ როგორ განიხილება შეზღუდული შესაძლებლობა. ხშირად გაუცნობიერებლად და წლების განმავლობაში დამკვიდრებული არასწორი ტერმინებით ვაქრობთ შესაძლებლობას, შშმ პირები აღვიქვათ თანასწორუფლებიან მოქალაქეებად“... ამიტომ მათზე საუბრისას, მნიშვნელოვანია, რა სიტყვებს ვიყენებთ. ზოგი ტერმინი პატივისცემას გამოხატავს და თანასწორ დამოკიდებულებას აძლიერებს, ზოგი კი შეიძლება შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი იყოს, თუნდაც უნებლიეთ.
განსაკუთრებით ბეწვის ხიდზე გავლა უწევთ პედაგოგებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ კეთილგანწყობილი გარემო საკლასო სივრცეში. გთავაზობთ გზამკვლევს „ტერმინოლოგია და ცნებები შეზღუდული შესაძლებელობის შესახებ“, რომელიც შეიქმნა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, რომელიც ტერმინთა სწორად შერჩევაში დაგეხმარებათ:

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი