სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებელი უნდა იყოს სულის მკურნალი და გზის მაჩვენებელი“... - რას ამბობდა პატრიარქი პედაგოგებზე, სკოლასა და განათლებაზე
18-03-2026
-
+


2026 წლის 17 მარტს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ილია II გარდაიცვალა - დღეს სრულიად საქართველო გლოვობს. etaloni.ge უსამძიმრებს ყველა მართლმადიდებელს სულიერი მამის დაკარგვას და გვსურს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იგი განათლებას, წიგნიერებას და ამ საქმეში მასწავლებელთა როლს.

პატრიარქი სხვადასხვა ეპისტოლესა და ქადაგებაში აღნიშნავდა, რომ განათლება მხოლოდ ინფორმაციის მიღება არ არის, ის პიროვნების ფორმირების პროცესია.

რას ამბობდა ილია II მასწავლებლის როლსა და დანიშნულებაზე? - იგი მასწავლებლობას განიხილავდა არა როგორც პროფესიას, არამედ როგორც მისიას და მიიჩნევდა, რომ მასწავლებელი მოსწავლისთვის პირველ რიგში მაგალითი უნდა იყოს:

„მასწავლებელი არის სანთელი, რომელიც სხვას უნათებს და თვითონ კი იწვის“.

„ერი, რომელსაც ჰყავს კარგი მასწავლებელი, ყოველთვის იპოვის გზას გადარჩენისაკენ“.

„აღმზრდელს მართებს, ბავშვს კი არ უბრძანოს, არამედ თავისი ცხოვრებით აჩვენოს მაგალითი“.

„მასწავლებელმა ბავშვს უნდა ასწავლოს არა მხოლოდ საგანი, არამედ სიყვარული. თუ მასწავლებელს არ უყვარს თავისი მოსწავლე, ის მას ვერაფერს ასწავლის“.

ილია II-ს ხშირად აღუნიშნავს, რომ „შიშველი“ ცოდნა, რომელსაც არ ახლავს ზნეობა, შესაძლოა საზიანოც კი აღმოჩნდეს:

„განათლება არ არის მხოლოდ მრავალი წიგნის წაკითხვა. ჭეშმარიტი განათლება არის ადამიანის სულის განათება“.

„ცოდნა სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარია. თუ ადამიანს დიდი ცოდნა აქვს, მაგრამ არ გააჩნია სინდისი, ასეთი ადამიანი საშიშია საზოგადოებისთვის“.

„სკოლამ უნდა მოამზადოს არა მხოლოდ სპეციალისტი, არამედ, პირველ რიგში, მოქალაქე და პიროვნება“.

სკოლა და ოჯახი პატრიარქის ხედვით, ერთიანი ორგანიზმი უნდა იყოს ბავშვის აღზრდის პროცესში:

„სკოლა ოჯახის გაგრძელება უნდა იყოს, ხოლო ოჯახი - პირველი სკოლა“.

„ბავშვი სარკეა, რომელიც ირეკლავს ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდება - სახლშიც და სკოლაშიც“.

პატრიარქი ხშირად აღნიშნავდა, რომ ნიჭი მხოლოდ საფუძველია, ხოლო შედეგი დაუღალავ შრომას მოაქვს:

„ნიჭი ღვთისგანაა, მაგრამ მისი განვითარება ადამიანის შრომაზეა დამოკიდებული. ზარმაცი ნიჭიერი ადამიანი ჰგავს დაუმუშავებელ მიწას, რომელსაც შეუძლია ნაყოფი გამოიღოს, მაგრამ მხოლოდ ეკალ-ბარდით იფარება“.

„სწავლა მწარეა, მაგრამ მისი ნაყოფი ტკბილია - ეს ძველი სიმართლეა, მაგრამ დღეს უფრო მეტად გვჭირდება მისი გააზრება, რადგან ცოდნის გარეშე ერი ვერ გაუძლებს თანამედროვეობის გამოწვევებს“.

„წიგნი არის საუკეთესო მეგობარი. ვინც წიგნს დაშორდება, ის საკუთარ თავს დაშორდება“.

ილია მეორე ხშირად საუბრობდა მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობაზე, ასევე ეროვნულ ფასეულობებზე განათლებაში:

„მასწავლებელი არ უნდა იყოს მხოლოდ ინფორმაციის გადამცემი. ის უნდა იყოს სულის მკურნალი და გზის მაჩვენებელი“.

„ბავშვს ყველაზე მეტად სამართლიანობის განცდა აქვს განვითარებული. თუ მასწავლებელი უსამართლოა, ბავშვი მას გულს ჩაუკეტავს და მის ნათქვამს აღარ მიიღებს“.

 „ნუ დაუშლით ბავშვს კითხვების დასმას. კითხვა არის გონების გახსნის გასაღები“.

„ჩვენი სკოლა უნდა იყოს ქართული სულით გაჟღენთილი. უნდა ვასწავლოთ ბავშვებს უცხო ენები და ტექნოლოგიები, მაგრამ ფესვები მყარად უნდა ჰქონდეთ მშობლიურ მიწაში“.

„ენა, მამული, სარწმუნოება - ეს ის სამი საყრდენია, რომელზეც ჩვენი განათლების სისტემა უნდა იდგეს“.

ერთ-ერთ ქადაგებაში კი მან ახალგაზრდებს ურჩია: „ყოველდღე ისწავლეთ რაღაც ახალი, თუნდაც ერთი სიტყვა ან ერთი ფრაზა. დღე, რომელიც ისე ჩაივლის, რომ ახალს ვერაფერს შეიძენთ, დაკარგული დღეა“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება