სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სიცოცხლეშივე წმინდანად იქცა...  მისი მთავარი ძალა აზროვნება იყო...“ - გოჩა ტყეშელაშვილი პატრიარქს ემშვიდობება
21-03-2026
-
+


„ცოდნა სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარია“... - ამბობდა კათალიკოს-პატრიარქი, ილია II, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობა ხვალ, 22 მარტს უკანასკნელ გზაზე გააცილებს. ყოველი ადამიანი ცდილობს, თავისებურად, ისე, როგორც გული კარნახობს, დაემშვიდობოს ერის სულიერ მამას, მოძღვარს, რომელიც სიკეთეს, სიყვარულს გვიქადაგებდა და მკაფიოდ საუბრობდა მომავალი თაობების განათლების, წიგნიერების მნიშვნელობაზე.

განათლებას ჰქონდა პატრიარქის უპირობო მხარდაჭერა და სწორედ მისი ლოცვა-კურთხევით აიღო „ეტალონმაც“ სტარტი - ეროვნული პროექტის მონაწილეებს კათალიკოსის მხარდაჭერა ჰქონდათ, უკლებლივ ყველას, საპატრიარქოს მიერ დაწესებული წამახალისებელი საჩუქრები - „ახალი აღთქმა“ და ფსალმუნები  გადაეცემოდათ... და ასე, წლიდან წლამდე, ილია II-ის თანადგომით, ეროვნული პროექტი „ეტალონი“ ზრდიდა წიგნიერ, განათლებულ, წარმატებასა და სიკეთის კეთებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდებს.

ხვალ საქართველო უკანასკნელ გზაზე გააცილებს ერის სულიერ მამას, მანამდე კი „ეტალონის“ პროექტების ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი მას სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

სიცოცხლეშივე წმინდანად იქცა, ადამიანები ყვებიან თუ რა საოცრებებს ახდენდა...

მრავალჯერ შევხვედრივარ, ბევრჯერ გვისაუბრია...

მისი მთავარი ძალა აზროვნება იყო, მის სიბრძნეს მშვიდი საუბარი და მომნუსხველი ღიმილი ახლდა ...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის... მაგულიანებდა, მასაჩუქრებდა: არ დანებდე, ჟინიანო, არ დანებდე, საქართველოს სჭირდებიო...

მისთვის ჯერ საქართველო იყო და შემდგომ სამყარო, ამიტომაც ადამიანმა, რომელსაც საქართველო ყველაზე მეტად უყვარდა, ამჟამად ზეციურ საქართველოში გადაინაცვლა!!!

დღეს გლოვაა ამქვეყნიურ საქართველოში, ზეციერ საქართველოში კი ზეიმია, ჩვენ დიდებულ წინაპრებს თანამედროვეობის ბუმბერაზი პიროვნების, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სული შეუერთდა!!!

ღმერთმა აცხონოს, მისი სულის ლოცვა-მფარველობა არ მოჰკლებოდეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და საქართველოს გაუმარ-ჯოს!!!


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება