სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ილია II-ის 5 მთავარი დარიგება მასწავლებლებისთვის: „გაძლევთ კურთხევას, მოწაფეს არ დაუწეროთ ორიანი; განსაკუთრებული ყურადღებით მოექეცით ძნელადაღსაზრდელთ“
20-03-2026
-
+


22 მარტს, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია II-ს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. ათასობით ადამიანს სურს, პატრიარქს დაემშვიდობოს, უკანასკნელ გზაზე გააცილოს... სოციალურ ქსელებში მისი არაერთი ვიდეო ვრცელდება, სადაც მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობს, მათ შორის კი ერთ-ერთ ვიდეოში მიმართავს მასწავლებლებს და აძლევს კურთხევას, მოსწავლეებს, უფრო სწორად, როგორც თავად უწოდებს, „მოწაფეებს“ ორიანი არ დაუწერონ:

„მინდა, ვთხოვო მასწავლებლებს: არ ვიცი, ამას შეასრულებთ, თუ არა, მაგრამ მე მინდა, ასეთი ლოცვა-კურთხევა მოგცეთ - მოწაფეს არასდროს დაუწეროთ ორიანი, იმიტომ, რომ ყოველი ადამიანი ძალიან ნიჭიერია. გენიალურია... უბრალოდ, ჩვენ უნდა მივხვდეთ, უნდა გავიგოთ, რაშია მისი ნიჭი და ის ნიჭი უნდა გამოვავლინოთ.

თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა ან უხეშმა დამოკიდებულებამ შეიძლება გადაარჩინოს ან დაღუპოს აღსაზრდელი. ხომ ნათქვამია, ხეს რომ ყოველ დღე შესძახო, გახმიო, გახმება.

ნურასოდეს ნუ ეტყვით ბავშვებს, რომ უნიჭონი და ცუდნი არიან, შეიბრალეთ ისინი და ნუ დაამცირებთ კლასის წინაშე.

ნურასოდეს დაუწერთ ბავშვს ორიანს. განსაკუთრებული ყურადღებით მოექეცით ე.წ. ძნელადაღსაზრდელთ - სწორედ მათგან გამოდიან გენიალური ადამიანები ან ცნობილი დამნაშავენი.

ასეთი ბავშვები ფლობენ დიდ ენერგიას და ითხოვენ განსხვავვბულ დამოკიდებულებას.

კარგი აღმზრდელის ხელში ისინი გამორჩეულ პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან, თუ არა და მათი განვითარება სხვა მიმართულებით წავა“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება