სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოს წევრთა კომპეტენცია და მოტივაცია დაბალია - პარლამენტის ანგარიში
21-03-2026
-
+


სამეურვეო საბჭოების საქმიანობა არ არის ეფექტიანი, ხოლო, რიგ შემთხვევაში, მათი საქმიანობა სასკოლო საზოგადოებისთვის გაუგებარია  - აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ.

„სამეურვეო საბჭო ნაკლებეფექტიანად ახორციელებს მასზე კანონით დაკისრებულ ფუნქციებს. ეს ინფორმაციის ნაკლებობის, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოუყალიბებლობის, დროის ფაქტორის და სოციალური გარემოს მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ამ პრობლემების მოსაგვარებლად შესაძლოა სახელმწიფომ და სკოლამ დაგეგმოს სხვადასხვა ღონისძიება. მაგალითად, ხარისხიანი და მდგრადი შედეგების მომცემი ტრენინგები, გაზიარდეს სხვადასხვა დემოკრატიული სახელმწიფოების გამოცდილება,“ − ნათქვამია ერთ-ერთი სკოლის წერილობით მოსაზრებაში:

თემატური მოკვლევის ფარგლებში შემოსული წერილობითი მოსაზრებების, გამართული სამუშაო შეხვედრებისა და ჩატარებული ფოკუს-ჯგუფების საფუძველზე, შესაძლებელია სამეურვეო საბჭოების მუშაობის ნაკლებეფექტიანობის მიზეზები:

• საბჭოს წევრთა დაბალი კომპეტენცია;

• სამეურვეო საბჭოს საქმიანობის შესახებ სასკოლო საზოგადოების დაბალი ცოდნა და ცნობიერება;

• მასწავლებელთა და მშობელთა დროის სიმცირე;

• დირექტორის გავლენა;

• საბჭოს წევრთა პოზიციის მოხალისეობრივი ხასიათი, ანაზღაურების გარეშე;

• საბჭოს ანგარიშვალდებულების არ არსებობა სასკოლო საზოგადოების წინაშე;

• საბჭოს წევრთა ფორმალური ფუნქციები;

• სკოლის დაბალი ავტონომიურობა

აღსანიშნავია, რომ  საბჭოს წევრთა ნაწილისთვის რთულია დაკისრებული ფუნქციების შესრულება, დასტურდება ზოგადი განათლების მართვის მოდელის ეფექტიანობის ანგარიშითაც. სხვა მიზეზებთან ერთად, საბჭოს წევრები ასახელებენ კომპეტენციის ნაკლებობასაც. კერძოდ, 170 გამოკითხული სამეურვეო საბჭოს წევრიდან 49 აღნიშნავდა, რომ მათთვის რთულია განსაზღვრული ვალდებულების შესრულება. განსაკუთრებით რთული ფუნქციები შემდეგნაირად გამოიყურება:

ძირითადი მიგებების ნაწილში გამოიკვეთა:

სამეურვეო საბჭოს წევრთა კომპეტენცია დაბალია − საბჭოს წევრებს არ აქვთ საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მათ არც არჩევის შემდეგ უტარდებათ გადამზადება და არ არიან უზრუნველყოფილი რესურსებით, რომელიც მათი უფლება-მოვალეობების გააზრებაში დაეხმარება;

სამეურვეო საბჭოს წევრებს დაბალი მოტივაცია აქვთ − აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ პოზიცია არაანაზღაურებადია, სკოლის ავტონომიურობა დაბალია და ფუნქციები ფორმალური. უკანასკნელის მიზეზი, შესაძლებელია იყოს სკოლის ადმინისტრაციის გავლენები ან რესურსების სიმცირე (მაგალითად, მცირეკონტიგენტიან სკოლებში ბიუჯეტის შემთხვევაში), რაც ზღუდავს მათ შესაძლებლობას რეალური გავლენა მოახდინონ მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე;


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება