| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესისა და პირობებში ვკითხულობთ ვინ არის ძირითადი მასწავლებელი და რა პერიოდულობით უნდა შეფასედეს და ვის მიერ.
ძირითადი მასწავლებელი პირი, რომელიც აკმაყოფილებს ძირითადი მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და პროფესიული განათლების ფარგლებში წარმართავს სასწავლო პროცესს.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს ძირითადი მასწავლებლის შეფასების ორგანიზებას სულ მცირე 2 (ორ) წელიწადში ერთხელ. ამასთან, დაწესებულება ვალდებულია ძირითადი მასწავლებლის შეფასება დაგეგმოს იმგვარად, რომ დაწესებულების პროფესიული განათლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების გაერთიანებული გეგმის შედგენა დასრულდეს არაუგვიანეს დაწესებულების განვითარების წლიური გეგმის დამტკიცებისა.
ძირითადი მასწავლებლის შეფასება ხორციელდება: ა) ძირითადი მასწავლებლის თვითშეფასებით, რაც გულისხმობს ძირითადი მასწავლებლის მიერ საკუთარი საქმიანობის ანალიზსა და შეფასებას, ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეების დადგენას გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად, ასევე, აღნიშნულის საფუძველზე, პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავებას; ბ) დაწესებულების მიერ განსაზღვრული სხვა მეთოდით/მეთოდებით.
დაწესებულება ვალდებულია შესაბამისი მეთოდით ძირითადი მასწავლებლის შეფასების დაწყებამდე არანაკლებ 3 (სამი) თვით ადრე განსაზღვროს შეფასების მეთოდი/მეთოდები, აღნიშნული მეთოდით ძირითადი მასწავლებლის შეფასების წესი და ინსტრუმენტები და უზრუნველყოს მისი გაცნობა ძირითადი მასწავლებლისთვის.
ძირითადი მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმებს წარმოადგენს პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული თითოეული სტანდარტი. მასწავლებლის შეფასების მიზნით დაწესებულება შეიმუშავებს შესაბამისი შეფასების ინსტრუმენტს/ინსტრუმენტებს, მათ შორის თვითშეფასების განხორციელების ფორმას, წესსა და პირობებს. დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს შეფასების პროცესის ადმინისტრაციული და მეთოდოლოგიური მხარდაჭერა. ძირითადი მასწავლებლის შეფასების პროცესი სრულდება პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავებით.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი