სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პირველკლასელთა ასაკის ცვლილების საკითხს პარლამენტი განიხილავს
17-03-2026
-
+


პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ცვლილებას ზოგადი განათლების კანონში, რომელიც ითვალისწინებს საგამონაკლისო რეგულაციას პირველკლასელთა ასაკობრივ ზღვართან დაკავშირებით -  2026-2027 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყება იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, ვისაც 6 წელი 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება.

„2026-2027 სასწავლო წელს, მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნება იმ პირსაც, რომელსაც 6 წელი უსრულდება 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

მანამდე კი, 2026 წლის 5 თებერვალს, ძალაში შევიდა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება, რომლითაც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკად განისაზღვრა 6 წელი, რომელიც პირს უსრულდება 15 სექტემბრის ჩათვლით.

შედეგად, 2025-2026 სასწავლო წელს სასკოლო მზაობის ჯგუფებში მყოფი არაერთი ბავშვის მშობელმა მიმართა საქართველოს პარლამენტს, მთავრობას და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თხოვნით, რომ 2026-2027 სასწავლო წელს დაშვებულიყო გამონაკლისი და იმ ბავშვებსაც, რომლებიც დაბადებულნი არიან 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 2026-2027 სასწავლო წელსვე შესძლებოდათ პირველ კლასში სწავლის დაწყება. „გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2026-2027 სასწავლო წლისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შემუშავებული აქვს ახალი კურიკულუმი. ამასთან, სკოლამდელი განათლება არ არის სავალდებულო და ამავდროულად, სკოლამდელი განათლების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება უფლებამოსილია თავად აირჩიოს კურიკულუმი, რომელსაც განახორციელებს. შესაბამისად, რჩება რისკი იმისა, რომ 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულმა ბავშვებმა 2026-2027 სასწავლო წელსაც იგივე აქტივობებში მიიღონ მონაწილეობა, რაშიც უკვე მონაწილეობდნენ 2025-2026 სასწავლო წელს, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მათ მოტივაციაზე. ამდენად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, გამონაკლისის სახით, 2026-2027 სასწავლო წელს, მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა მიეცეს იმ პირსაც, რომელსაც 6 წელი უსრულდება 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით“, - ნათქვამია კანონპროექტში.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება