სიახლეები
სიახლეები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სამეცნიერო პრემია „თამარის“ დაჯილდოების ცერემონია გამართა
28-12-2017
-
+


კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყოველწლიური სამეცნიერო პრემია „თამარის“ დაჯილდოების ცერემონია ქორთიარდ მარიოტში გაიმართა.

თამარ მეფის სახელობის სამეცნიერო პრემია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ამავე უნივერისტეტში მოღვაწე მეცნიერების, მათი კვლევებისა და სხვა სამეცნიერო აქტივობების სტიმულირებისათვის წელს დააწესა.

კონკურსში 29  მეცნიერი მონაწილეობდა. დაჯილდოების ცერემონიაზე სამი გამარჯვებული გამოვლინდა. I და II პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობა შეეძლო კსუ-ს აკადემიურ პერსონალს, ხოლო III პრემიის მოსაპოვებლად - კსუ-ს ახალგაზრდა მეცნიერებს (კსუ-ს აკადემიურ პერსონალს ან დოქტორანტებს 35 წლამდე).

სამეცნიერო პრემია „თამარის“ I პრემია მანანა მარიდაშვილს გადაეცა ჯანდაცვის მენეჯმენტისა და ფარმაცევტული ბიზნესის მიმართულებით სამეცნიერო ნამუშევრისთვის. II პრემია ექიმ-ნევროლოგ სოფია კასრაძეს ერგო სამედიცინო დარგში განხორციელებული მნიშვნელოვანი კვლევისათვის, III პრემია კი საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერმა მარიამ ჯიქიამ მოიპოვა, საერთაშორისო სამართლის მიმართულებით გამოქვეყნებული ნამუშევრისათვის. 

გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო (I პრემია - 3750 ლარი, I პრემია - 2500 ლარი, III პრემია - 1250 ლარი) და მედლები გადაეცათ.



სამეცნიერო პრემია „თამარის“ I პრემიის მფლობელმა მანანა მარიდაშვილმა აღნიშნა, რომ ეს მისთვის პირველი ჯილდოა:

„უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ჯილდო მივიღე ჩემი საყვარელი საქმის კეთებაში. მეცნიერება ჩემი საყვარელი საქმეა. ზოგადად მეცნიერება მაინც და მაინც არ არის საქართველოში დაფასებული და არც პრესტიჟულ პროფესიად ითვლება. ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა არ ფიქრობს იმაზე, რომ წავიდეს მეცნიერებაში სამუშაოდ. დღევანდელი ღონისძიება და პრემიის დაწესება, ვფრიქრობ, დიდი მოტივაციაა ახალგაზრდებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მეცნიერებაში მოხდეს უკეთესი კადრების მოძიება. ეს ჩემი პირველი ჯილდოა. როგორც წესი კვლევებს ვატარებთ, ვაქვეყნებთ, მაგრამ ასეთი ჯილდო და დაფასება არ მახსოვს. ჩვენი შრომა თითქმის შეუმჩნეველი ხდებოდა. ჩემი კვლევის სფერო ჯანდაცვის მენეჯმენტი და ფარმაცევტული საკითხებია. დოქტორანტებთან და მაგისტრანტებთან ერთად ჩატარებული გვქონდა კვლევები, რომლებიც გამოქვეყნდა საზღვარგარეთ, მაღალი დონის ჟურნალებში. გვქონდა ციტირების მაღალი ინდექსი და კრიტერიუმიც ზუსტად ეს იყო ჯილდოს მინიჭებისთვის.“



სამეცნიერო პრემია „თამარის“ II პრემიის მფლობელისთვის, სოფიო კასრაძისითვისაც მსგავსი პრემია პირველი აღმოჩნდა. ქალბატონმა სოფიომ აღნიშნა, რომ მისთვის უდიდესი ბედნიერებაა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მუშაობა:

„ეს ჩემთვის პირველი პრემია. არც ერთი უმაღლესი სასწავლებელი არ მეგულება, რომელიც ასეთი სახის ღონისძიებებს მართავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენთვის, არამედ ჩვენი სტუდენტებისთვისაც. იმიტომ, რომ ეს მათთვის არის სამაგალითო, რომ შრომა შეიძლება დაფასდეს. შეიძლება ათჯერ არ დაფასდეს, მაგრამ როდესღაც მაინც დაფასდება. ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ ამ უნივერსიტეტში ვასწავლი და ძალიან მეამაყება იმ ადამიანეთან ურთიერთობა, ვინც ამ უნივერსიტეტში მუშაობს. ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც ვითარდება, რომელიც მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებზე არ არის ორიენტირებული. ყველანაირად ხელს გიწყობენ. ჩემთვის ბედნიერებაა ამ უნივერსიტეტში მუშაობა. აღფრთოვანებული ვარ. მიხარია აქ მუშაობა. გაოგნებული ვარ ნამდვილად.“



სამეცნიერო პრემია „თამარის“ III პრემიის მფლობელის მარიამ ჯიქიას თქმით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეს წამოწყება, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მეცნიერის  მოტივაციისთვის:

„დაახლოებით 25 წლიდან ვარ მეცნიერებაში. ეს საქმიანობა იმიტომ შევარჩიე, რომ ძალიან მიყვარს მეცნიერება. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში უკვე ექვსი წელია ვარ. თავდაპირველად ვიყავი როგორც პროფესორი, ახლა კვლევის ცენტრს ვხელმძღვანელობ და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ კვლევითი საქმიანობა დოქტორანტებთან, მაგისტრანტებთან და ჩვენს აკადემიურ პერსონალთან ერთად განვახორციელო. მნიშვნელოვანი იმით არის, რომ ნებისმიერი მეცნიერის საზრდო კვლევებია. საქართველოში, სამწუხაროდ, კვლევებს ისეთი დაფინანსება არ აქვს, როგორიც უნდა ჰქონდეს. ამიტომ კონკრეტულად ეს წამოწყება, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დაიწყო და გაგრძელდება მომავალ წელსაც, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მეცნიერის მოტივაციისთვის. დაახლოებით 10 წელია უკვე ამ სფეროში ვმოღვაწეობ და ასეთი გამოხმაურება, დაფასება მხოლოდ სტუდენტებისგან მოდის და არა ადამინისტრაციისგან, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რომელიც მეტად გამიზრდის მოტივაციას მომავალში.“



პროექტის ორგანიზატორის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სესილი გოგიბერიძის განცხადებით, სამეცნიერეო პრემიის დაარსების იდეა 7 თვის წინ გაჩნდა:

„პროექტის იდეა 7 თვის წინ დაიბადა. ჩვენი სურვილი იყო, წაგვეხალისებინა ის ადამიანები, რომლებიც უჩუმრად აკეთებენ ისეთ მნიშვნელოვან საქმეს, როგორიც არის კვლევები, მეცნიერება. მოგეხსენებათ, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში სამეცნიერეო საქმიანობა ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი კომპონენტია. კონკურსმა დაგვანახა, რომ ჩვენი უნივერსიტეტის კედლებში საინტერესო ადამიანები მოღვაწეობენ, აქვთ ძალიან კარგ ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიები. არის პერსპექტივა, რომ ახალი ცოდნის ინტერნაციონალიზაციას მოხდეს. კომისიაში უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტიდან იყო წარმომადგენელი. საკმაოდ გამჭვირვალედ ჩატარდა კონკურსი. კრიტერიუმები იყო ძალიან მკაცრი და ზუსტი. ვფიქრობთ, რომ გვაქვს პერპექტივა, მომავალში ამ კონკურსს შემოუერთდნენ ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტები და ეს პრემია გახდეს საერთაშორისო.“

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, რომ კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მეცნიერების განვითარებაზეა ორიენტირებული:

„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხრიდან მსგავსი ტიპის ინიციატივა განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან მნიშვნელოვანია, როდესაც კერძო უნივერსიტეტი იჩენს ინიციატივას და ახდენს ორგანიზებას ამგვარი კონკურსისა, რომელიც ახალისებს მეცნიერების განვითარებას. მე ვულოცავ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ამგვარ დიდ წარმატებას. ვიმედოვნებ, რომ ეს კონკურსი მომავალშიც გაგრძელდება, გახდება ტრადიცია და ასევე სხვა კერძო უნივერსიტეტები შეუერთდნებიან ამ ინიციატავას, რადგან ეს არის სახელმწიფო პოლიტიკაზე გამოხმაურება, რომელიც გულისხმობს მეცნიერების წახალისებას.“

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, კახაბერ კორძაიას თქმით, ასეთი პრემიის დაარსება ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი ზრუნავს მეცნიერების სტიმულირებასა და მოტივირებაზე:

„დღეს ჩვენი უნივერსიტეტისათვის განსაკუთრებული დღეა. პირველად გვაქვს პრემია „თამარის“ დაჯილდოების ცერმონია. ეს პრემიას ძალიან დიდი მნიშვნელობისაა როგორც უნივერისტეტისათვის, ასევე მთლიანად საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებისათვის. ასეთი პრემიის დაარსება ნიშნავს, რომ უნივერსიტეტის ზრუნავს მეცნიერების სტიმულირებაზე, მოტივირებაზე. მოგეხსენებათ, რომ 20 წლის განმავალობაში ქართველი მეცნიერები ძირითადად ენთუზიაზმზე მუშაობდნენ, ახლა ნელ-ნელა იჭრება ფინანსური ფანჯრები. მიხარია, რომ პრემიას ჰქვია თამარის სახელი. თამარი ასოცირდება საქართველოს ოქროს ხანასთან. თამარმა კარგად შეისწავლა ბიზანტიის განათლების სისტემა და რაღაც დეტალები გადმოიღო ქართულ სასწავლებელში. სწორედ ამიტომ დავარქვით პრემიას თამარი.“

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ აღნიშნა, რომ ასეთი წახალისება რაც შეიძლება უფრო მეტი უნდა იყოს:

„ნებისმიერი პრემიის მნიშვნელობა, მით უფრო საუნივერსიტეტოსი, მიმართულია მეცნიერებისა და განათლების ერთი მხრივ წახალისებაზე, მეორე მხრივ, პოტენციური პერპექტივის გაჩენაზე, არის არათუ სასურველი, არამედ აუცილებელი. მე ძალიან მიხარია, რომ მაქვს პატივი, ახალგაზრდა თაობის მეცნიერს გადავცე პრემია. ასეთი ტიპის წახალისებები რაც შეიძლება უფრო მეტი უნდა იყოს, ძალიან უბრალო მიზეზის გამო - განათლება არის მთავარი მოცემულობა, რომელიც არის გამოსასწორებელი და რომელსაც უდნა დაეყრდნოს ჩვენი ქვეყანა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე თევზაძემ სამინისტროს სახელით სამეცნიერო პრემია „თამარის“ მხარდაჭერა გამოხატა:

„ძალიან სასიამოვნო მისია მაქვს, რომ გამოხვატო სამეცნიერო პრემია „თამარის“ მხარდაჭერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელით, ასევე პირადად ჩემი სახელით. უმაღლესი განათლება და მეცნიერება ცალცალკე მიუღებელია, ყოველთვის ერთმანეთთან ინტეგრირებული უნდა იყოს. როდესაც უნივერსიტეტი აფუძნებს ასეთ პრემიას, ეს ნიშნავს, რომ უნვერსიტეტი ორიენტირებულია განვითარებაზე. წარმატებებს ვუსურვებ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამ კარგ წამოწყებაში.“

ღონისძიების დასკვნით ნაწილში, დამსწრე საზოგადოების წინაშე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე წარსდგა. მან ყველა თანამონაწილეს მადლობა გადაუხადა:

„შეიძლება ის დღეც დადგეს, რომ უნივერსიტეტები კონკურსს აცხადებდნენ საუკეთესოთა შორის საუკეთესო მეცნიერის წარმოჩინებისთვის. ეს იქნება იმ სტრატეგიული ნაბიჯების განმტკიცება, რომ საქართველო დაუბრუნდეს თავის მეცნიერულ საზღვრებს, ტრადიციებს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ სესილის, იმ გუნდს, რომელმაც იმუშავა და ასეთი ბრწყინვალე ზეიმი აჩუქა უნივერსიტეტისთვის. დიდი მადლობა ყველა თანამონაწილეს. ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და გავიმარჯვებთ ამ საქმეში. ეს გამარჯვება საქართველოს გამარჯვება იქნება. ერთი კაციც რომ გავზარდოთ, ერთი მეცნიერიც რომ გავზარდოთ და თითო უნივერსიტეტმა თითო ნამდვილი მეცნიერი, ჭეშმარიტი მკვლევარი რომ გაზარდოს, ბედნიერი იქნება ყველა.“

შეგახსენებთ, რომ სამეცნიერო პრემია „თამარის“ დაჯილდოების ცერემონია წელს პირველად გაიმართა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მესვეურებისა და პრემიის საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, ის ყოველწლიურ სახეს მიიღებს.  

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება