მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბინადრები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურე პერსონალი - ესენი იმ მაღალი რისკის ჯგუფში არიან, რომლებსაც გრიპის ვაქცინაცია პირველ რიგში ჩაუტარდებათ.
ყველაზე მაღალი რისკ-ჯგუფები გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა დაასახელა და აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე მომწოდებელი 25 ათას დოზა ვაქცინას გვაწვდის.
როგორც ზახაშვილმა განმარტა, ვაქცინის პირველი ტრანში ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანებზე გაიხარჯება, შემდეგ კი სხვა მაღალი რისკის ჯგუფებზე. „ეს ჯგუფები განსაზღვრულია საერთაშორისო რეკომენდაციის საფუძველზე. პირველი 25 ათასი დოზა გამიზნული უნდა იყოს ორსულების, დიალიზზე მყოფი პაციენტებისა და მათი მომვლელი პერსონალის, აივინფიცირებული პაციენტების, C ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფი პაციენტების, ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბინადრებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურე პერსონალის ასაცრელად“, - აღნიშნა ზახაშვილმა.
მისი თმით, ესაა ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფები, ვისაც პირველ რიგში უნდა ჩაუტარდეს გრიპის ვაქცინაცია. „მეორე ტრანშის შემოსვლის შემდეგ, სხვა რისკის ჯგუფები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ მიწოდებულ გრიპის ვაქცინას“, - აღნიშნა ზახაშვილმა.
მან მოუწოდა ზემოთ ჩამოთვლილ რისკ-ჯგუფებს მიმართონ შესაბამის პუნქტებს და ჩაიტარონ გრიპის აცრა. მათთვის გრიპის ვაქცინაცია უფასოა.
მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
სასწავლო გრანტი 293-მა სტუდენტმა მოიპოვა ან გაიუმჯობესა - იხილეთ კონკურსის შედეგები
იცით რას ნიშნავს პროზელიტიზმი, იმერსია, ასერტულობა, ავერსიული რეაქცია? - ინფორმაცია საბავშო ბაღში დასაქმებულებისთვის
„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...
„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...
„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს
„ბედნიერი და წარმატებული ყოფილიყოს თითოეული თქვენი ნაბიჯი“
სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი