სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„დირექტორებს მასწავლებლებზე 2-ჯერ ნაკლები ხელფასი გვაქვს... სამწუხაროდ, ჩემი კოლეგები დუმილს ამჯობინებენ“... - საჯარო სკოლის ხელმძღვანელი
02-09-2025
-
+


სკოლის ადმინისტრაციის, ტექნიკური პერსონალის, დამლაგებლების... მიზერული ანაზღაურება ის საკითხია, რომელიც მუდმივად იწვევს უკმაყოფილებას; ზემდგომი პირებისგან კი ისმის დაპირებები, რომ ყველაფერი გამოსწორდება, თუმცა ძირეული ცვლილებები უკეთესობისკენ, კვლავ დაპირებად რჩება და ამის შესახებ etaloni.ge-ს ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი ესაუბრება.

საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, იგი ვინაობას არ ამხელს, თუმცა მისი თქმით არაერთი ხელმძღვანელის გულისტკივილს აჟღერებს და აღნიშნავს, რომ საჯარო სკოლებში დირექტორებს მასწავლებლებზე ორჯერ ნაკლები ანაზღაურება აქვთ:

„მე პირადად, დაახლოებით 900 ლარი მაქვს ხელფასი მაშინ, როდესაც სპეცმასწავლებელი 1800-ს იღებს, 5 მოსწავლის პირობებში. მოგეხსენებათ, დირექტორებს რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია, არც მოადგილე მყავს... დარწმუნებული ვარ, არსად, არც ერთ ქვეყანაში, ზემდგომს არ აქვს ქვემდგომზე ნაკლები ანაზღაურება. აღარაფერს ვამბობ ადმინისტრაციის, ტექნიკური პერსონალის, დამლაგებლების სასაცილო ხელფასებზე - ბუღალტერს, საქმის მწარმოებელს რომ 400 ლარი ექნება, კვალიფიციური კადრის დასაქმებაზე საუბარი ზედმეტია!“

ჩვენი რეპონდენტი იმასაც გვიმხელს, რომ მიუხედავად ხელფასების დაანონსებული 10%-იანი მატებისა, ეს ზღვაში წვეთია და ვითარება წლიდან წლამდე ფაქტობრივად უცვლელი რჩება; გარდა ამისა, როგორც ხელმძღვანელს, კანონით აქვს უფლება, კვარტალში ერთხელ, პრემია-დანამატის სახით წაახალისოს ის თანამშრომლები, ვისაც ასეთი მცირე ხელფასი აქვს, თუმცა ისევ და ისევ ზემდგომი სტრუქტურის მითითებიდან გამომდინარე, დანამატის გამოწერის რეალური უფლება არ გააჩნია  (არადა, თავად განათლების სამინისტრომ, უწყების თანამშრომლების პრემიებზე გასულ წელს 3 მილიონზე მეტი დახარჯა):

„სამწუხაროდ, ჩემი კოლეგები დუმილს ამჯობინებენ, არადა შეუძლებელია ასე გაგრძელება... კვარტალში ერთხელ, როცა არის საშუალება, რომ პრემია გავცეთ, სამინისტრო გვიბლოკავს, არც მიზეზს განმარტავენ, უბრალოდ გვეუბნებიან, რომ არ შეიძლება! არადა სკოლას აქვს რესურსი და არც კანონი კრძალავს რეგულარული პრემიის გაცემას კვარტალში ერთხელ, მით უმეტეს, როდესაც ასეთი მიზერული ხელფასებია. ფაქტია, ბევრი რამაა სკოლებში მოსაგვარებელი, ადმინისტრაციის დაბალი ანაზღაურება კვალიფიციური კადრის დასაქმების საშუალებას არ იძლევა, სრულად მისახედია ინფრასტრუქტურა - უამრავი სკოლაა, რომლებიც სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს. ამიტომ გადავწყვიტე გამეჟღერებინა ეს პრობლემები, რათა მაქსიმალურად მეტმა ადამიანმა შეიტყოს სკოლებში არსებული ვითარება“.

P.S. ჩვენი რესპონდენტი მიმართავს განათლების სამინისტროს და მთავრობას, რეაგირება მოახდინონ სკოლებში არსებულ ვითარებაზე. თუ რომელიმე უწყება გადაწყვეტს, უპასუხოს რესპონდენტს, მზად ვართ, მათი პოზიციაც გავაშუქოთ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

15 სექტემბერს, სკოლაში დიდი ჟრიამული იყო. გაიმართა მოსწვლეთა საზეიმო მიღება

ქველმოქმედს ამ ლამაზი ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადეს მოსწავლეთა მშობლებმა და სკოლის წარმომადგენლებმა

სკოლის დირექტორმა მარინე ტლაშაძემ მოსწავლე-მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება