სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

7 რჩევა ახალგაზრდა მასწავლებელს, როგორ გაუმკლავდეთ სკოლაში მუშაობის პირველ წელს
27-08-2019
-
+


როგორი ბავშვები დამხვდებიან კლასში? მორიგდებიან თუ არა ერთმანეთში? როგორი მშობლები ჰყავთ და რას მეტყვიან, მე, ახალგაზრდა მასწავლებელს? - დამწყებმა პედაგოგებმა კარგად იციან, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე მხოლოდ ბავშვები არ ღელავენ. ყოფილი მასწავლებელი, მწერალი და მასწავლებლების სასწავლო პროგრამების კოორდინატორი დოქტორი ჯეინ ბლუშტაინი მოგითხრობთ, როგორ გაუმკლავდეთ სკოლის პირველ წელს.

ნუ მოგერიდებათ ჰკითხოთ კოლეგებს

პირველი რაც უნდა გააკეთოთ იკითხეთ სკოლის დაუწერელი წესების შესახებ და ნუ მოგერიდებათ დეტალების დაზუსტება. თემა ბევრია დაწყებული - თუ სად სადილობენ მასწავლებლები, სკოლის ტრადიციებით დამთავრებული. წესებისა ცოდნა დაგეხმარებათ წინასწარ გაითვალისწინოთ ყველა ნიუანსი, რომლებსაც შეუძლიათ სასწავლო პროცესში ხელი შეგიშალოთ.

ნუ გამოიყენებთ ყველა ახალი მეთოდიკას ერთდროულად

აზარტი და გადამეტებული მონდომება დამწყებ მასწავლებელს ერთდროულად ეხმარება და ვნებს. ახალი მეთოდიკებისა და სასწავლო თამაშების მოსინჯვა უმალვე სურთ. მაგრამ საინტერესო დავალებებიც კი მოსწავლეებისგან ძალისხმევას მოითხოვს. თუ ბავშვები იღლებიან და თქვენს ტემპს ვერ მისდევენ - შეანელეთ. გაკვეთილი არ იქნება უარესი, თუ თქვენ ერთი სასწავლო თამაშით შემოიფარგლებით და ყველას ერთდროულად არ გამოიყენებთ. დაიწყეთ მცირედით. ყოველდღიური პატარა რიტუალები ბავშვებს დაეხმარება შეეჩვიონ სასკოლო რიტმს. 

მიეცით მოსწავლეებს უფლება გამოიჩინონ დამოუკიდებლობა 

დამწყებ მასწავლებელს ხშირად აქვს ორი, ერთი შეხედვით, ურთიერთგამომრიცხავი სურვილი, იმეგობროს ბავშვებთან და იყოს მათთვის შეუვალი ავტორიტეტი. სინამდვილეში ეს ორი რამ ერთმანეთს სულაც არ ეწინააღმდეგება. მასწავლებელი შესაძლოა იყოს ღია და მეგობრული და ამასთან ერთად იყოს პასუხისმგებლობით აღსავსე ზრდასრული, რომელიც ბავშვებს სჭირდებათ.

მიეცით უფლება მოსწავლეებს დამოუკიდებლად აირჩიონ, როგორი დავალებები შეასრულონ პირველ რიგში. თუ გაკვეთილზე გათვალისწინებულია წყვილებში მუშაობა, ნება მიეცით ბავშვებს მეწყვილეები დამოუკიდებლად ამოირჩიონ. არჩევანის შესაძლებლობა - თავდაჯერებულობის ბონუსია.

ნუ შეგეშინდებათ სხვისი შეფასების

ახალგაზრდა მასწავლებლებს ხშირად თავდაჯერებულობა აკლიათ, ხდება როდესაც კლასში სხვა პედაგოგი შემოიხედავს, რომ კრების შესახებ გაგვაფრთხილოს, ამ დროს კი ბავშვები ხმაურობენ. მასწავლებელი პანიკაში ვარდება: „და რას იფიქრებენ ახლა ჩემი პროფესიონალიზმის შესახებ?“

კი, თქვენი მოსწავლეების ქცევა რაღაცას ამბობს თქვენი კომპეტენტურობის შესახებ, მაგრამ არავინ გაგკიცხავთ გაკვეთილის შემთხვევითი ფრაგმენტის გამო. სხვებზე ფიქრი - ენერგოგამფლანგველი საქმიანობაა, ასე რომ უკეთესია კლასთან მუშაობაზე კონცენტრირდეთ.

„იდეალური“ გაკვეთილის (როდესაც არავინ ხმაურობს) საიდუმლო მდგომარეობს იმაში, რომ ბავშვები ყოველთვის დაკავებული იყვნენ. ხმაური იწყება მაშინ, როდესაც მოსწავლემ სხვებზე ადრე დაასრულა დავალება და უსაქმურობს, მასწავლებელმა კი არ იცის, რით დაასაქმოს.

ასეთი სიტუაციების თავიდან ასარიდებლად, წინასწარ მოამზადეთ რამდენიმე დავალება, რომელიც სახელმძღვანელოდან არ იქნება. თქვენ დახარჯავთ ცოტა პირად დროს, მაგრამ შედეგად ეს კლასში დისციპლინის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

არ გადაუსვათ ხაზი რთულ მოსწავლეებს

გახსოვდეთ, წესრიგის დამრღვევები წყნარებზე არანაკლებ მზრუნველობასა და ყურადღებას იმსახურებენ.  წარმატებას შეუძლია ნებისმიერმა მოსწავლემ მიაღწიოს და მასწავლებლის მიზანია - ბავშვს ამაში დაეხმაროს. ბავშვებს, ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს, ხშირად ეშინიათ ისეთ საქმესთან შეჭიდება რასაც ძალისხმევა სჭირდება. მასწავლებელი კი ტრადიციულად მოსწავლეებს ეხმარება და არ ხარჯავს დროს სარკასტულ კომენტარებზე და ეძებს იმას, რის გამოც მოსწავლის შექება ღირს.

შეეცადეთ თავიდანვე გაიგოთ მეტი მათი ინტერესების, კოგნიტური შესაძლებლობების და უნარების შესახებ. სასწავლო წლის დასაწყისშივე არ ღირს მოსწავლეების რთული დავალებებით დატვრთვა. დახარჯეთ დრო  თქვენსა და კლასს შორის ნდობის გამყარებაზე.

ნუ უგულებელყოფთ კოლექტივს

ბევრ ახალგაზრდა მასწავლებელს საკუთარ თავში ეჭვი ეპარება, როდესაც სკოლაში სამუშაოდ მიდის. ეს შიში განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც კოლეგებს შორის ატმოსფერო მეგობრულობით არ გამოირჩევა, მაგრამ  შეეცადეთ თავდაჯერებული იყოთ. 

ამასთან თავდაჯერებულობა გარშემომყოფების უპატივცემულობას არ ნიშნავს. ახალბედა, რომელიც უკვე ჩამოყალიბებულ კოლექტივში შედის, უნდა იყოს ღია და მეგობრული. ისაუბრეთ, რჩევა იკითხეთ, მონაწილეობა მიიღეთ სკოლის ღონისძიებებში.

ნუ შეადარებთ თავს სხვებს

წარმატების უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს და კოლეგების გამოცდილების სრულებით მორგება არ გამოვა. ის, რაც ერთი ადამიანისთვის მუშაობს, მარტივად შეიძლება კატასტროფად იქცეს სხვისთვის. სცადეთ ახალი, მაგრამ არ განაწყენდეთ, თუ არ გამოგივათ გამოცდილი მასწავლებლის ყველა რჩევის მორგება.

მომზადებულია educationworld.com-ის მიხედვით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

შეიძლება თუ არა აღდგომას საფლავზე გასვლა და მისალმების მაგივრად 40 დღე რატომ ვამბობთ „ქრისტე აღდგა“  - პასუხი აქტუალურ კითხვებზე

რა უნდა ვიცოდეთ ვნე­ბის კვი­რის პა­რას­კე­ვის შესახებ და საიდან მოდის კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიცია

ბაკალავრები მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებულ დიპლომებს მიიღებენ - საკანონმდებლო ცვლილება კონკრეტულ წლებში გაცემულ დიპლომებს ეხება

როდიდან დამკვიდრდა პასქის ცხობის ტრადიცია საქართველოში და როგორი იყო პირველი ნუგბარი

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

თამაში საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

პროექტის დახმარებით პირველკლასელები უკეთ გაიაზრებენ ჯანმრთელობისა და ჰიგიენის მნიშვნელობას

საინტერესო

არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე. 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება