სიახლეები
სიახლეები

„ახალი სკოლის მოდელი“ არის რეფორმა, სადაც პედაგოგებს არ ჰყავთ „ჭკუის დამრიგებელი“ ზემოდან“ - ბერიკა შუკაკიძე
25-07-2019
-
+


„სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი იმ პოზიტიური შედეგებით, რაც სულ მცირე დროში, „ახალი სკოლის მოდელის“ განხორციელების შემდეგ დავინახეთ, პედაგოგებთან გულღია და კოლეგიალურ საუბრებში კი გამოიკვეთა, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა კმაყოფილია აღნიშნული ცვლილებით“, - ასე აფასებს Etaloni.ge-სთან საუბრისას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე „ახალი სკოლის მოდელს“ და აღნიშნავს, რომ ეს არის რეფორმა, ყოველგვარი იმპერატიული ზედამხედველობის გარეშე, სადაც პროცესებს უშუალოდ პედაგოგები წარმართავენ.

რეფორმის განხორციელება 2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან, საქართველოს ხუთი რეგიონის 62 სკოლაში დაიწყო. პროექტის მხარდამჭერი ჯგუფების მთავარი ამოცანაა, დაეხმარონ სკოლებს სასკოლო კლიმატისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში და ქოუჩინგის პრინციპით იმუშაონ პედაგოგებთან შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: სასკოლო-სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვა; სკოლის მართვის ეფექტიანი მიდგომების განვითარება და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება სწავლების პროცესში. ამჯერად, „ახალი სკოლის მოდელი“ მხოლოდ I-IV კლასების ბაზაზე ხორციელდება.

პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და აქტიურმა მხარდამჭერმა ბერიკა შუკაკიძემ, რეფორმის პირველადი შედეგების შეფასების მიზნით, 20-მდე სკოლა პირადად მოინახულა და ქოუჩებსა და პროექტში ჩართულ პედაგოგებსაც გულახდილად ესაუბრა:

- ეროვნული სასწავლო გეგმის კვლევის მიხედვით, პროექტში ჩართული 62-ვე სკოლა შეფასდა. ახლაც მიმდინარეობს შეხვედრები ამ სკოლების  დირექტორებთან, ქოუჩებთან და მათ პოპულ-ჯგუფებთან. პირადად ჩავედი 20-მდე სკოლაში, სადაც პრობლემების იდენტიფიციტრება მოხდა. მე უფრო მოსწავლეების აზრი მაინტერესებდა, მაგრამ არდადეგების გამო მათთან შეხვედრა ვერ მოვახერხე. რაც შეეხება მასწავლებელთა აზრს, მინდა გითხრათ, რომ ამ მოკლე დროის განმავლობაში მიღებული შედეგებით სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. მასწავლებლებთან გულღია, კოლეგიალური საუბრის შემდეგ აღმოჩნდა, რომ აღნიშნული რეფორმა მათ აძლევს მოტივაციას, იყვნენ ლიდერები. გაამართლა ასევე, ქოუჩების თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ.

რაც პედაგოგებს ყველაზე მეტად მოსწონთ, ისაა, რომ ეს არ არის მათთვის თავსმოხვეული მოდელი, რომ მათ კი არ უბრძანებს ვინმე რაიმეს კეთებას, არამედ თვითონ ქმნიან სასწავლო გეგმას, საგაკვეთილო პროცესს გეგმავენ, თვითონ არიან რეფორმის ფერხულში ჩაბმული და არა ჰყავთ „ჭკუის დამრიგებლები“ ზემოდან. ქოუჩები, მათთან ერთად, სწავლების მეთოდებზე მსჯელობენ, გაკვეთილის დაგეგმვას ასწავლიან, მაგრამ არა ისე, როგორც იმპერატიული ავტორიტეტები, ისინი მასწავლებლების  დამხმარეები არიან, ერთად სხედან და მუშაობენ. პირველადი შეფასება, რაც მოვისმინე ჩვენი ჯგუფისგან, ექსპერტებისგან, პედაგოგებისგან და რაც საკუთარი თვალით ვნახე, არის დადებითი და წარმატებული.

რაც შეეხება „ახალი სკოლის პროექტის“ ჯერ მხოლოდ I-IV კლასებში შეტანას, ბერიკა შუკაკიძე აცხადებს, რომ რეფორმა იანვრიდან მთლიანად დაწყებით საფეხურს, შემდეგ კი, ეტაპობრივად, საბაზო და საშუალო საფეხურებსაც მოიცავს:

- იანვრიდან ვეცდებით, ეროვნული გეგმის პარალელურად, ეტაპობრივად გადავიდეთ დაწყებით საფეხურზე მეექვსე კლასის ჩათვლით, შემდეგ კი, 2022 წლამდე, ან უფრო ადრეც, პროექტმა ყველა სკოლა და ყველა საფეხური უნდა მოიცვას. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სიახლის დანერგვის შემდგომ, ზამთრის არდადეგები იქნება თუ ზაფხულის, მიმდინარეობს ამ პროექტში გამოცდილების, მიღებული შედეგების და ზოგადად, ტენდენციების შეფასება, რაც სხვადასხვა საკითხის მოდიფიცირების საშუალებას გვაძლევს შემდეგი დანერგვისათვის, რათა პროექტი უფრო ეფექტური იყოს. ასე რომ, ეს არ არის ცვლილება, რომელიც ერთხელ დაიწერა და მაინცდამაინც ასე უნდა გატარდეს ბოლომდე. ანუ, ჩვენ ვუყურებთ, როგორ მიიღებს ამას სასკოლო თემი, მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი, დირექცია, როგორ შეძლებს ამ პროცესებში ჩართვას.

„ახალი სკოლის მოდელი“, მისივე შეფასებით, მსოფლიო სტანდარტებზე დაყრდობით შემუშავდა, სადაც მნიშვნელოვანია, თუ როგორ გამოიყენებს ქართველი მასწავლებელი ამ სტანდარტებს საკლასო ოთახში:

- სწავლის მეთოდები და სტრატეგიები, რაც აქამდეც იყო ცნობილი განათლებაში, არც ქართულია, არც ფინური და არც სინგაპურული. მსოფლიოს საზოგადოება არის შეთანხმებული სწავლების იმ მეთოდებსა და სტრატეგიებზე, რასაც ჩვენ ვიყენებთ. საქმე ისაა, რამდენად ეფექტურად გამოიყენებს ქართველი მასწავლებელი ამას საკლასო ოთახში. პირველ ეტაპზე პროექტში 62 სკოლა იყო ჩართული, სექტემბრიდან კიდევ 100 ან ცოტა მეტი სკოლა დაემატება, ეს ჯერჯერობით კიდევ დასადგენია. დირექტორების ქოუჩების კონკურსი, რომელიც მასწავლებლის სახლმა ჩაატარა, ახლახან დასრულდა, შევარჩიეთ ძალიან კარგი კანდიდატები. კურიკულუმის, აიტის ექსპერტების და კურიკულუმის ექსპერტის დამხმარის კონკურსი და ტრენინგები კი 29 ივლისიდან დაიწყება.

მასწავლებელთა სახლის ხელმძღვანელის განმარტებით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მასწავლებლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, ისაა, რომ „ახალი სკოლის პროექტი“ მოგვიანებით, მეორე სემესტრიდან ამოქმედდა და მეტი ეფექტის მისაღებად, სკოლას დრო არ ეყო. პროექტში ახალი სასწავლო წლიდან ჩართულ სკოლებში კი პოზიტიური შედეგის მოლოდინი უფრო მეტია.

ასევე იხილეთ:
„იმ მასწავლებლის ადგილი, რომელიც საკუთარ საგანში გამოცდას ვერ ჩააბარებს, სკოლაში არ არის“ - ბერიკა შუკაკიძე


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
სიახლეები
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
ზგემ-ის 17 პრინციპი ცნობილია - საბოლოო დოკუმენტი მზადაა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
მოსწავლეები მუზეუმიდან ახალი ცოდნითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ
საინტერესო აქტივობებს ორგანიზება გაუწიეს მე და საზოგადოებისა და ხელოვნების ბილინგვური სწავლების სპეციალისტებმა  - ასია ანტონიანმა და დალი ყავრელიშვილმა
მოსწავლეებისთვის აქტივობები მეტად საინტერესო აღმოჩნდა და გამოთქვეს მზაობა, რომ გარემოზე ყოველთვის იზრუნებენ
სკოლა ულოცავს მას ამ გამარჯვებას და კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს
 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
სიახლეები
საზოგადოება