სიახლეები
სიახლეები

„იმ მასწავლებლის ადგილი, რომელიც საკუთარ საგანში გამოცდას ვერ ჩააბარებს, სკოლაში არ არის“ - ბერიკა შუკაკიძე
22-07-2019
-
+


„ახალი სქემის ფარგლებში, ამ ეტაპზე, მასწავლებლის სტატუსის ცვლილება მხოლოდ გამოცდის საშუალებით ხორციელდება, თუმცა, შესაძლოა შევიმუშავოთ პედაგოგთა უფრო მაღალ კატეგორიაში გადასვლის სხვა აქტივობებიც, რასაც მუშაობის პროცესში გამოვავლენთ“, - ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა  ბერიკა შუკაკიძემ etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „საბუთომანია“ სკოლებში საბოლოოდ უნდა დასრულდეს და მასწავლებელმა მეტი დრო საკლასო ოთახში მუშაობას უნდა დაუთმოს:

- რამდენიმე ვერსიაზე ვმუშაობთ და ვაზუსტებთ, შესაძლოა, სხვა აქტივობებიც გამოვავლინოთ, რის საშუალებითაც მასწავლებელი სტატუსს აიმაღლებს, მაგრამ ერთადერთი, რაც შემიძლია ახლა გითხრათ, ის არის, რომ სტატუსის ცვლილება აუცილებლად იქნება დამოკიდებული გამოცდის შედეგებზე. ჩვენ გვინდა ისეთი ინიციატივებით შემოვიდეთ, რომელიც დაეხმარება პედაგოგს, მეტი დრო დაუთმოს მოსწავლეებთან მუშაობას და არა საბუთების შეგროვებას, ატვირთვა-ჩამოტვირთვას და ეს დრო საკლასო ოთახს არ მოაკლოს. პედაგოგის პროფესიული განვითარების კრიტერიუმებს, რომელსაც მას სკოლა დაუდგენს, სახელმწიფო უზრუნველყოფს, - დავუდგენთ კონკრეტულ ტრენინგებს, გადავამზადებთ ამა თუ იმ საკითხში, პროფესიული განვითარების კუთხით, ექნებათ პროფესიული განვითარების პორტფოლიო, რომელსაც პედაგოგი წლის განმავლობაში განახორციელებს. მას აღარ დასჭირდება არც საბუთების ატვირთვა, არც ჩამოტვირთვა, ზედმეტი საბუთომანიის გარეშე, მასწავლებელი შეინარჩუნებს სტატუსს.

როგორც ცნობილია, პრაქტიკოს მასწავლებლებს 2019 წლის ბოლომდე, ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია და აიმაღლონ სტატუსი. ორივე გამოცდის წარუმატებლად ჩაბარების შემთხვევაში კი, ახალი რეგულაციის შესაბამისად, პედაგოგს, სავარაუდოდ, გაუფორმდება დროებითი ხელშეკრულება, რის საფუძველზეც, ვადის ამოწურვის შემდეგ, ის სკოლას დატოვებს.

კითხვაზე, ხომ არ არის საშიშროება იმისა, რომ აღნიშნული რეგულაციის განხორციელების შემთხვევაში, სკოლა გარკვეული რაოდენობის მასწავლებელმა დატოვოს და შესაძლოა, ბევრი ვაკანტური ადგილიც დარჩეს, ბერიკა შუკაკიძე პასუხობს, რომ იმ მასწავლებლის ადგილი, რომელიც საკუთარ საგანში გამოცდას ვერ ჩააბარებს, სკოლაში არ არის:

- მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში გამოცდის ჩაბარების გარეშე, მასწავლებელი პროფესიაში არ რჩება. მასწავლებლის პროფესია არის რეგულირებადი და საგნის ცოდნის გარეშე, პედაგოგის სკოლაში შეშვება არ შეიძლება. მასწავლებელმა საგანი უნდა იცოდეს, შემდგომ მისი პროფესიული უნარების დახვეწა ტრენინგებით კიდევ შეიძლება, მაგრამ თუ თქვენ, მაგალითად, ფიზიკა არ იცით, ფიზიკის მასწავლებლად როგორ უნდა იმუშავოთ? რით დავადგინოთ, იცით თუ არა ფიზიკა, თუ გამოცდაზე არ გახვალთ? - ამას გარეგანი დაკვირვებით ვერ მივხვდებით! საგნის ცოდნა არის აუცილებელი, მაგრამ არა საკმარისი პირობა. იმისათვის, რომ თქვენი საგნის კარგი მასწავლებელი იყოთ, უნდა ჩამოიყალიბოთ პროფესიული უნარ-ჩვევებიც, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში არც ესაა საკმარისი... მაგრამ თუ საგანი არ იცით, მასწავლებელი ვერ იქნებით.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

„რაც მთავარია, ბაღები არის უფასო“ - კალაძე თბილისის ბაღებზე

რა ეტაპების გავლა უწევთ აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრის შესასვლელიდან კუთვნილ სექტორში მისვლამდე

„მერანი“, „ქართლის ჭირი“... - კიდევ რა ნაწარმოებები შეიძლება შეხვდეთ აბიტურიენტებს ხელოვნური ინტელექტის გათვლით

საჯარო სკოლებს ფინანსური ცვლილებები 1-ელი ივლისიდან ეხებათ - დეტალები

მიქანაძეს სკოლაში მასწავლებლად მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება აქვს

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
მოსწავლეებმა გამოავლინეს განსაკუთრებული შემოქმედებითი ხედვა
 

მოსწავლეთა კულტურულ და შემოქმედებით განვითარებას ემსახრება სკოლაში მოქმედი კლუბი „შთაგონება“

მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ საინტერესო და შემოქმედებით აქტივობაში

კონფერენციზე პედაგოგები საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება