სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის სახლმა საგნის პედაგოგების შერჩევა დაიწყო - რეგისტრაციისთვის ორკვირიანი ვადა გაქვთ
01-05-2026
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას პროექტში „მეტი STEAM ჩვენს სკოლაში!“ მონაწილეობის მსურველი მასწავლებლებისთვის.

პროექტის მიზანს წარმოადგენს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ხელშეწყობა, STEAM მიმართულებით ცოდნის გაღრმავების გზით.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ:

საბუნებისმეტყველო საგნების (ბუნებისმეტყველება, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია) მასწავლებლებს;

კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლებს;

სხვა საგნების მასწავლებლებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან STEAM სწავლებით.

პროექტების განხორციელება მასწავლებლებს შეუძლიათ ინდივიდუალურად ან გუნდურად - კოლეგებთან თანამშრომლობით (არაუმეტეს 4 მასწავლებლისა).

რეგისტრაცია:

რეგისტრაცია 1-ელ მაისს დაიწყო და 15 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე

პროექტის მიმდინარეობის ეტაპები

I ეტაპი - პროფესიული განვითარება

პროექტში ჩართული მასწავლებლებისთვის ჩატარდება ტრენინგები, ვებინარები, სემინარები და სამუშაო შეხვედრები, რაც მათ დაეხმარება, გაიუმჯობესონ კომპეტენციები მეცნიერების, ტექნოლოგიების, ელექტრონული ინჟინერიისა და STEAM სწავლების მეთოდოლოგიაში;

აქტივობები მიმართული იქნება საპროექტო თემატიკის დახვეწასა და პროექტზე მუშაობის პროცესის მხარდაჭერაზე.

II ეტაპი - პროექტებზე მუშაობა

მასწავლებლები სასწავლო პროცესში მოსწავლეებთნ ერთად განახორციელებენ ინტეგრირებულ STEAM პროექტებს.

მუშაობის პროცესში თითოეული გუნდმა უნდა მოამზადოს ვიდეორეფლექსიები, რომლებიც ასახავს პროექტის მიმდინარეობას და განთავსონ პროექტის YouTube არხზე.

III ეტაპი - პროექტების შესარჩევი ტური:

პროექტის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით მოეწყობა საკონკურსოდ შექმნილი პროექტების 3 რეგიონული გამოფენა/პრეზენტაცია.

თითოეულ რეგიონულ ტურზე შეფასების შედეგად შერჩეული 3 საუკეთესო პროექტი წარდგენილი იქნება მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენციაზე.

IV ეტაპი - ფინალური ღონისძიება

ფინალური ღონისძიებისთვის შერჩეული 9 პროექტი, წლის ბოლოს, მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენციაზე იქნება წარდგენილი სტენდური ან ზეპირი პრეზენტაციების სახით.

სამი საუკეთესო პროექტის ავტორი მასწავლებლები და მათი მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. პროექტში მონაწილე ყველა პედაგოგსა და მოსწავლეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება