სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეფასების კრიტერიუმები ცნობილია - რა მინიმალური ქულა გჭირდებათ დაფინანსების მისაღებად
30-04-2026
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის დებულება, რომელშიც საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები გაიწერა. 

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის დებულება აწესრიგებს კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემის, საგრანტო პროექტის  შეფასებისა და საგრანტო ხელშეკრულების განხორციელების მონიტორინგის წესს.

გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით. კონკურსს აცხადებს და ადმინისტრირებას უწევს ფონდი, ამ წესითა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით.

სპეციალური კომისია პროექტს 3 კრიტერიუმით აფასებს და ჯამში 15 ქულას აძლევს პროექტს. თითოული კრიტექიუმი 0-დან 5 ქულით ფასდება. დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 9 ან მეტი ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს თანმიმდევრულად პირველ, შემდგომ მეორე და მესამე კრიტერიუმში. აღნიშნულ სამივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს

კომისიის მიერ პროექტი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • პროექტის შინაარსობრივი ნაწილი – იდეის აქტუალობა, ინოვაციურობა, კონკურსის მიზანთან შესაბამისობა
  • პროექტის მოსალოდნელი შედეგი - მდგრადობა, ხელმისაწვდომობა და გავრცელების მექანიზმები
  • პროექტის განხორციელება – პროექტის განხორციელების გზების, გეგმა-გრაფიკის, ბიუჯეტისა და ბიუჯეტის დასაბუთების შესაბამისობა პროექტის მიზნებთან და ამოცანებთან

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლებში სამეურვეო საბჭოს წევრთა დანიშვნა და ბაღის აღმზრდელთა ჯანდაცვის ხელშეწყობა - კიდევ რა დაევალა მერიის სტრუქტურულ ერთეულს

ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღება,ხვალიდან 22 ივნისიდან იწყება 

საბავშვო ბაღების სია ცნობლია - რა საკითხებს განიხილავენ სპეციალურ საბჭოზე 

რომელ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ ყველაზე მაღალი ხელფასი საქართველოში - ჩამონათვალი 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს, გაეცნენ შავ ზღვაში ბინადარ არსებებს, მათ მნიშვნელობასა და დაცვის აუცილებლობას

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები სწავლობდნენ წყლის რესურსების, მდინარეების, ზღვებისა და ოკეანეების მნიშვნელობას

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება